Sunday, January 25, 2015

ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესზე


22 იანვარს პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში სიქა-ს ორგანიზებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების სამოქალაქო კლუბებისთვის ჩატარდა ტრენინგი ცხოვრების ჯანსაღი წესის თემაზე. ტრენინგის მთავარი განსახილველი თემები იყო ნარკომანია, თამბაქო, ალკოჰოლი, აივ ვირუსი. ინფორმაციის მიწოდებამდე ტრენერები მოსწავლეებისგან იღებდნენ ინფორმაციას, რა იცოდნენ აღნიშნულ თემებზე. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და იმსჯელეს მავნე ჩვევების გამომწვევ მიზეზებზე, ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკის მოხმარებით მიღებულ შედეგებსა და ზიანზე. მოსწავლეებმა ვრცელი ინფორმაცია მიიღეს აივ ვირუსის შესახებ, მისი გადადებისა და თავის დაცვის საშუალებებზე. ტრენინგის დასრულების შემდეგ, რამოდენიმე მოსწავლემ სურვილი გამოთქვა ტრენინგზე მიღებული ცოდნა საკუთარ სკოლაში სხვა მოსწავლეებსაც გაუზიაროს. ტრენერები მოსწავლეებს დახმარებას დაპირდნენ და მოსწავლეებთან შეხვედრის ჩასატარებლად საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან.
ტრენინგს დაესწრნენ კალინინოს, ნაზარლოს და გარდაბნის #4 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების 18 მოსწავლე და 3 მასწავლებელი.

Friday, January 2, 2015

მოხალისეობა სიქა-ში

შეიქმნა facebook -ის გვერდი სიქაში მოხალისეობის მსურველთათვის  https://www.facebook.com/SIQAvolunteers


დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, თვალი ადევნეთ სიქა-ს აქტივობებში მოხალისეობის შესაძლებლობებს და შემოგვიერთდით!!!

მსურველებმა შეავსეთ სიქა-ს მოხალისის ანკეტა

სიქა-ში ახალი საკლუბო ტრენინგ კურსი იწყება

15 იანვრიდან სიქა-ში იწყება ახალი საკლუბო ტრენინგ კურსი "როგორ გავხდე უფრო დასაქმებადი".
ტრენინგ-კურსი განკუთვნილია კარიერულ ზრდაზე ორიენტირებული ადამიანებისათვის.

მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია 

Thursday, January 1, 2015

სიქა გილოცავთ ახალ წელს!


სიქა გილოცავთ ახალ წელს! 

მადლობას გიხდით 2014 წელს თანამშრომლობისა და ყურადღებისათვის! 
ახალ 2015 წელს მრავალ საინტერესო სიახლეს გპირდებით! 

სიყვარულით, სიქა-ს გუნდი! 

სიქა-ს მიერ ორგანიზებული და განხორციელებული ღონისძიებები პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში

26 დეკემბერს სიქა-ს ორგანიზებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები ასოციაცია „ანიკას“ ესტუმრნენ და ცენტრის აღსაზრდელები მოინახულეს. ასოციაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათ მშობლებთან მუშაობს. ბენეფიციარებმა სტუმრებს დღის ცენტრის საქმიანობების შესახებ მოუყვნენ და რამოდენიმე ლექსი და სიმღერაც შეასრულეს. სკოლის მოსწავლეებმა ბენეფიციარებს საახალწლო დეკორატიული მოსართავები გადასცეს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბენეფიციარების ფოტოებისა და მათივე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. მოსწავლეებმა უკვე დაიწყეს ფიქრი სამოქალაქო აქტივობებზე, რომლებსაც ცენტრის ახალგაზრდებისთვის განახორციელებენ.
27-28 დეკემბერს სიქა-ი ორგანიზებით ჩატარდა სოციალური მედიის ტრენინგები, რომელსაც დაესწრო პროგრამა „მომავლის თაობის“ პარტნიორი ქვემო ქართლის სკოლების 15 მოსწავლე. ტრენინგს უძღვებოდნენ ორგანიზაცია PH International-ის წარმომადგენლები: ინფორმაციისა და სოციალური ქსელების მენეჯერი თამარ გელაშვილი და ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის სპეციალისტი ალექსანდრე გონსალესი. ტრენინგის მიზანი იყო სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად სოციალური მედიის პოპულარული პლატფორმების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში. ტრენინგის მონაწილეებმა შექმნეს საკუთარი ბლოგები Wordpress.com-ზე და მასზე მუშოაბის სამოქმედო გეგმა შეადგინეს; გაეცვნენ სამოქალაქო ინიციატივების მხარსასაჭერი ვიდეოადვოკატირების ქართულ და უცხოურ მაგალითებს; Youtube-ზე გახსნეს საკუთარი ანგარიში, შექმნეს საკუთარი ვიდეო არხი და ისწავლეს ვიდეოს ატვირთვა-გაზიარება საკუთარ ბლოგზე; დასასრულს დარეგისტრირდნენ რეგიონულ ქსელში.