Wednesday, June 29, 2016

EMT/SIQA/CISV-Georgia-ს გუნდი გთავაზობთ ინტერაქტიულ-შემეცნებით ბანაკს "ცხრაკლიტული 2"

EMT/SIQA/CISV-Georgia-ს გუნდი გთავაზობთ ინტერაქტიულ-შემეცნებით ბანაკს "ცხრაკლიტული 2".

ინტერაქტიულ-შემეცნებითი ბანაკი "ცხრაკლიტული 2" მათთვის, ვისაც სურს დაუვიწყარი და ემოციებით სავსე 8 დღე გაატაროს, ბორჯომის ხეობაში, 2016 წლის ზაფხულში.
ბანაკი მათთვის, ვისაც სურს ინტერაქტიულ აქტივობებში მონაწილეობა, IQ-ს ამაღლება, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება რთულ და მოულოდნელ სიტუაციებში. 
ბანაკის მათთვის, ვისაც უბრალოდ სურს გამოცდილ გუნდთან ერთად, კიდევ ერთ ბანაკში მონაწილეობა !

ბანაკის ვადები: 23-30 ივლისი, 2016 წელი;

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე

სიქას წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო უკრაინაში გამართულ სამუშაო შეხვედრაში ახალგაზრდული მუშაკების ცნობადობის შესახებ


23-26 ივნისს სიქას წარმომადგენელი ინგა პაიჭაძე მიწვეული იყო ქ.კიევში ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე ახალგაზრდული მუშაკების ცნობადობის შესახებ "Working meeting on Youth Work Recognition". შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ SALTO EECA, Erasmus + პროგრამის პოლონეთის ნაციონალური სააგენტო, უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო.

შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდული მუშაობისა და არაფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა; მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობა ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ახალგაზრდული მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისა და არაფორმალური განათლების ინსტრუმენტების აღიარების კუთხით. შეხვედრის მონაწილეები ასევე დაესწრნენ კიევის ახალგაზრდული დღის აღნიშვნისადმი მიძღვნილ სათემო აქტივობებს

სიქა-ს ფოტო მარათონის დაიწყო

შაბათს 25 ივნისს, სიქას ორგანიზებით გაიმართა ფოტო მარათონი.
მარათონის მონაწილეები დილის 10 საათიდან, 15 საათის განმავლობაში იღებდნენ ფოტოებს სხვადასხვა საინტერესო თემებზე. მარათონში გამოგზავნილ ფოტოებს შორის საუკეთესოს შეარჩევს კომპეტენტური ჟიური, გამარჯვებულები მიიღებენ შესაძლებლობას გაემგზავრონ ევროპის რომელიმე ქვეყანაში მოკლევადიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ან მოიპოვონ ფასდაკლებების ვებ-გვერდის „სვუპი“, ტექნიკის მაღაზია "ატომის" ან კაფე "ასკილის" პრიზები.
საუკეთესო ფოტოების გამოფენა მოხდება, შაბათს 9 ივნისს, რუსთავის ახალგაზრდობისა და დასვენების პარკში.

Friday, June 24, 2016

მოსწავლეების ვიზიტი "ჯეოლაბში"

სიქას ორგანიზებით პროგრამის "მომავლის თაობა" სამიზნე სკოლების აქტიურ ბლოგერებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისიდან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორიდან "ჯეოლაბმა" უმასპინძლა. ბატონმა სანდრო ასათიანმა მოსწავლეებს გააცნო "ჯეოლაბში" შექმნილი ახალი საგანმანათლებლო აპლიკაციები, ესაუბრა ციფრული ტექნოლოგიების მოყვარულთათვის ცოდნის გაღრმავებისა და ახალ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობებზე.

პროგრამის წლიური შემაჯამებელი ღონისძიება ბოლნისში


2016 წლის 21 ივნისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, სიქა-ს ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" 2015-2016 აკადემიური წლის მუშაობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრას დაესწრნენ მოსწავლეები და პედაგოგები ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სამიზნე სკოლებიდან.
მოსწავლეებმა აუდიტორიას გააცნეს საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქტივობები, მიღწეული წარმატებები და ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით მოგვარებული სათემო პრობლემები. 

Sunday, June 19, 2016

წლის შემაჯამებელი ღონისძიება მარნეულში

2016 წლის 17 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში სამოქალაქო განათლების პროგრამისმომავალი თაობა“ 2015/16 აკადემიური წლის მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ სამოქალაქო კლუბების წევრები და პედაგოგები მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სამიზნე სკოლებიდან, მარნეულის გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები.
პროგრამის მიმდინარეობაზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ, ხოლო რეგიონში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობა წარადგინა ფორუმის კოორდინატორმა ლია ღუღუნიშვილმა.
სამოქალაქო კლუბების წევრებმა აუდიტორიას გააცნეს საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქტივობები, მიღწეული წარმატებები და ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით მოგვარებული სათემო პრობლემები. 

Thursday, June 16, 2016

სიქა იწყებს ფოტომარათონს მოყვარული ფოტოგრაფებისთვის

25 ივნისს, მოყვარული ფოტოგრაფებისთვის სიქა იწყებს ფოტომარათონს.
მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16+ ასაკის მქონე ნებისმიერ მსურველს, ინდივიდუალურად ან მეწყვილეთან ერთად. მარათონის ფარგლებში, მონაწილეებმა განსაზღვრულ დროში უნდა გადაიღონ ფოტოები ორგანიზატორების მიერ წინასწარ შერჩეულ თემებზე. შეთავაზებული იქნება 5 სავალდებულო და 10 ბონუს თემა, თითოეულ თემაზე ფოტოს შესაქმნელად მონაწილეებს ექნებათ 3 საათი.
 
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

ფოტომარათონში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია.

Saturday, June 11, 2016

სიქა-ს წარმომადგენელი დაესწრო საერთაშორისო ტრენინგს ისტ ტექნოლოგიების გამოყენებაზე


6-8 ივნისს SALTO EECA მოწვევით სიქას წარმომადგენელი ინგა პაიჭაძე დაესწრო საერთაშორისო ტრენინგს ისტ ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. ტრენინგები ჩატარდა პოლონეთში ქ. კონსტანცინში. მონაწილეები გაეცნენ ისტ ტექნოლოგიებს, რომლებსაც სიქა აქტიურად გამოიყენებთ ახალგაზრული პროექტების განხორციელებისას. 
ტრენინგი განხორციელდა პროგრამა Erasmus + ფარგლებში.