2016 წლის 17 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავალი თაობა“
2015/16 აკადემიური წლის მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ სამოქალაქო კლუბების წევრები და პედაგოგები მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სამიზნე სკოლებიდან, მარნეულის გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები.
პროგრამის მიმდინარეობაზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა ქვემო ქართლის
რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების
ქართული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ, ხოლო რეგიონში
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობა წარადგინა ფორუმის
კოორდინატორმა ლია ღუღუნიშვილმა.
სამოქალაქო კლუბების წევრებმა აუდიტორიას გააცნეს საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქტივობები, მიღწეული წარმატებები და ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით მოგვარებული სათემო პრობლემები.
პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის კუთხით მრავალი აქტივობა ჩატარდა, რომელთაც მხარი დაუჭირა გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების გამგეობებმა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა ჯამარაულის ფონდმა დააწესა თასი გარდაბნის საჯარო სკოლების მინი-ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებულისათვის. ეს თასი ნაზარლოს საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდმა მოიპოვა. ჭადრაკის ტურნირის გამარჯვებულთათვის სამახსოვრო პრიზები დააწესა მარნეულის გამგეობამ. მოსწავლეებს საჩუქრები მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ქამანდარ ისმაილოვმა გადასცა.
რეგიონის წარმატებულ სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, კლუბის მეურვეებსა და მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო პრიზები. პროგრამის „მომავლის თაობა“ მცირე გრანტების
კოორდინატორმა ინგა ქიბროწაშვილმა ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სამოქალაქო
განათლების პედაგოგი და სკოლები დააჯილდოვა.
შეხვედრა მოეწყო სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.
ღონისძიება გააშუქა მარნეულის ტელევიზიამ.
პროგრამა „მომავლის
თაობა“ ხორციელდება ორგანიზაცია PH
International-ის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.
No comments:
Post a Comment