2023 წელს განხორციელებული პროექტები

 USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამა“ -  https://www.facebook.com/USAIDCEP

პროგრამის ხანგძლივობა 2022-2027 წწ.

პროგრამის მიზანი: მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა.

პროგრამაში ჩართული საქართველოს 650 სკოლის 7-12 კლასის მოსწავლეები. სიქა პროგრამას კოორდინირებს ქვემო ქართლში, მუშაობს რეგიონის 75 სკოლასთან. პროგრამა აძლიერებს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობებს და სასკოლო სამოქალაქო კლუბებს, ეხმარება მათ აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში, აწვდის სამიზნე სკოლებს მუშაობისა და აქტივობებისათვის საჭირო რესურსებს, აწყობს მათთვის სხვადასხვა ღონისძიებებს . პროგრამის 2023  წლიური ბიუჯეტი ქვემო ქართლში - $ 67 500.

პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის სკოლებისათვის გაიცა 15 გრანტი, ჯამური ბიუჯეტით $6 740 (თითოეული პროექტის გრანტის რაოდენობა $450)

პროგრამის დამფინანსებელი: USAID  

საქართველოში პროგრამის განმახორციელებელი PH International

 ქვემო ქართლში პროგრამის განმახორციელებელი სიქას გუნდი:

პროგრამის მენეჯერი: ინგა პაიჭაძე

პროგრამის კოორდინატორი: ეთერი პაიჭაძე

პროგრამის მენეჯერის ასისტენტი : მარიამ ყოლბაია

ფინანსური მენეჯერი: თენგიზ ლობჟანიძე

მცირე გრანტების სპეციალისტი : ცირა თავშავაძე

ციფრული ოფიცერი: დარიკო ხუბაშვილი



„ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა (English Access Microscholarship Program).

პროგრამის ხანგძლივობა 2022-2024 სასწავლო წლები.

პროგრამის მიზანი: ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან. გარდა იმისა, რომ ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას, ისინი, ასევე ეზიარებიან ამერიკულ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს და განავითარებენ ლიდერის თვისებებს.

2 წლის პროგრამაში მონაწილეობს ქ. რუსთავის 14-17 წლის 30 მოსწავლე.

პროგრამის 2023 წლიური ბიუჯეტი : $3555

პროგრამის დამფინანსებელი: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველოში პროგრამის განმახორციელებელი PH International

 პროგრამის განმახორციელებელი გუნდი:

კოორდინატორი: ეთერი პაიჭაძე

ინგლისური ენის მასწავლებელი: ია მანჯგალაძე

ინგლისური ენის მასწავლებელი: ნათია შევარდენიძე


ტრანზიციაში დაკარგულები ცვლილებების ახალი პერსპექტივები - Lost in Transition”

https://www.instagram.com/lit_voices_of_change/ 

პროექტი ხანგძლივობა 2022-2023 წწ.

პროექტის მიზანი: პროექტის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს საბჭოთა სისტემის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის სირთულეებს, შეხვდნენ და მოუსმინეს ამ პერიოდის თვითმხილველებს, თავად მოიპოვე ინფორმაცია გარდამავალი პერიოდის სირთულეების შესახებ.

პროექტის ერთდროულად განხორციელდა 4 პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში: საქართველო, სომხეთი, უკრაინა, ბელორუსია.

 საქართველოში პროექტი განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით 30 სკოლაში.

 პროექტის 2023 წლიური ბიუჯეტი : 9455 ევრო

პროექტის დამფინანსებელი: გერმანიის საგარეო ურთიერთობის  საქმეთა ოფისი


 პროექტის განმახორციელებელი გუნდი:

პროექტის კოორდინატორი: ინგა პაიჭაძე

პროექტის რეგიონული კოორდინატორი: ნათია ნამიჭეიშვილი

პროექტის რეგიონული კოორდინატორი: მაია ქათამაძე

ტრენერი: ცირა თავშავაძე

ტრენერი: ინგა მოსიძე


„მდგრადი სამოქალაქო საზოგადოება და მედია რეაგირება უკრაინის ომს - Resilient Civil Society and Media Respond to the Ukraine War"

პროექტი ხანგძლივობა:  16.03.2023 - 30.06.2023

პროექტის მიზანი:  უკრაინიდან დევნილი ბავშვებისათვის  საგანმანათლებლო და ფსიქო - სოციალური  დახმარება ბავშვებისათვის მეგობრულ გარემოში (Child Friendly Space).

პროექტის  ბიუჯეტი: 27 984 ლარი

პროექტის დამფინანსებელი: ა(ა)იპ „ფიფლ ინ ნიდ“

  პროექტის განმახორციელებელი გუნდი:

პროექტის კოორდინატორი: ინგა პაიჭაძე

ფასილიტატორი, კოორდინატორი: ინგა კრავჩენკო

ფინანსური მენეჯერი: თენგიზ ლობჟანიძე


დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით

პროექტი ხანგძლივობა:  01.03.2023 -  30.12.2023

პროექტის მიზანი: საგანმანათლებლო პროგრამა სასწავლო მეთოდოლოგიის სახით იყენებს დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ფესტივალზე “ერთი მსოფლიო“ და მის ბაზაზე შექმნილი საგანმანათლებლო, მეთოდოლოგიის „ერთი მსოფლიო სკოლებში“ (One World In School-OWIS) ფარგლებში. სასწავლო მეთოდოლოგია მიზნად ისახავს დოკუმენტური ფილმების მეშვეობით მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებებზე, მედიაწიგნიერებასა და სოციალურ თემატიკაზე.

პროექტში მონაწილეობდა 40 სკოლის მოსწავლე და ზრდასრული ქ. რუსთავიდან და ქ. გარდაბნიდან.

პროექტის  ბიუჯეტი: 17 000 ლარი

პროექტის დამფინანსებელი: ა(ა)იპ „ფიფლ ინ ნიდ“  ევროკომისიის პროექტის “მედეგი სამოქალაქო საზოგადოება და მედია უკრაინის ომის საპასუხოდ” ფარგლებში.

პროექტის განმახორციელებელი გუნდი:
პროექტის დირექტორი: ინგა პაიჭაძე
პროექტის ფინანსური მენეჯერი: თენგიზ ლობჟანიძე
პროექტის ფასილიტატორი, ტრენერი: ცირა თავშავაძე
პროექტის ფასილიტატორი, ტრენერი:  ეთერი პაიჭაძე

 

Institutionelle Integration der Agenda 2030 in Belarus und anderen Landern der Östlichen Partnerschaft”

პროექტი ხანგძლივობა:  თებერვალი - ივნისი 2023

პროექტის მიზანი:  ადგილობრივ დონეზე მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვის კვლევა.

პროექტის  ბიუჯეტი : 20 580 ლარი

პროექტის დამფინანსებელი: Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH

 პროექტის განმახორციელებელი გუნდი:

პროექტის ხელ-ლი, ექსპერტი, მკვლევარი: პავლე თვალიაშვილი

მოწვეული მკვლევარი: თამარ კაპანაძე

პროექტის ხელ-ლის ასისტენტი, მკვლევარი: ინგა პაიჭაძე

მოწვეული ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში: ანა ჩხარტიშვილი

“Discover Caucasus”

პროექტი ხანგძლივობა:  იანვარი - დეკემბერი 2023წ

პროექტის მიზანი: ევროპული სოლიდარობის კორპუსის (ESC) პროგრამის ფარგლებში ევროპელი (გერმანელი) ახალგაზრდების მასპინძლობითა და ერთობლივი მუშაობით ქ. რუსთავში ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობის, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და სოლიდარობის კომპეტენციების გაძლიერების ხელშეწყობა

პროექტის  ბიუჯეტი : 6487 ევრო

პროექტის დამფინანსებელი: Erasmus + პროგრამა, ევროკომისიის გერმანიის ნაციონალური სააგენტო

პროექტის განმახორციელებელი გუნდი:

პროექტის კოორდინატორი: მარიამ ყოლბაია

მენტორი, სუპერვაიზერი: ეთერი პაიჭაძე

ფინანსური მენეჯერი: თენგიზ ლობჟანიძე

No comments:

Post a Comment