Tuesday, December 29, 2015

სიქას საახალწლო კარნავალი

27 დეკემბერს გაიმართა სიქას საახალწლო კარნავალი.
სიქამ ახალი წლის წვეულებით დააჯილდოვა ის ახალგაზრდები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში იყვნენ აქტიური მოქალაქეები, ეხმარებოდნენ გარშემომყოფებს და უკეთესობისკენ ცვლიდნენ ქალაქს. სიქა მუდამ მხარში უდგას ასეთ ახალგაზრდებს, ეხმარება მათ განვითარებასა და პიროვნულ ზრდაში. 
სიქას გუნდმა კარნავალის მონაწილეებისთვის მოამზადა საინტერესო გასართობი პროგრამა ზღაპრული სიუჟეტით, მხიარული შეჯიბრებებით და კარაოკე-ცეკვებით.
კარნავალს 60-მდე ახალგაზრდა დაესწრო. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ საკარნავალო პროგრამაში და საღამო სასიამოვნოდ გაატარეს. კარნავალი დაგვირგვინდა გრანდიოზული საახალწლო ტორტით.
სიქა გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და საინტერესო, აქტიურ და დაუვიწყარ წელიწადს გისურვებთ!
ფოტოალბომი

Monday, December 21, 2015

სიქა-ს ორგანიზებით გაიმართა ამხანაგური შეხვედრა თელეთისა და ქეშალოს საჯარო სკოლების საფეხბურთო გუნდებს შორის


20 დეკემბერს სიქას ორგანიზებით გაიმართა ამხანაგური შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლების საფეხბურთო გუნდებს შორის. 
ამხანაგური თამაშის ინიციატივა ეკუთვნოდა თელეთისა და ქეშალოს სკოლების სამოქალაქო კლუბებს. 
მატჩი ჩატარდა სოფელ თელეთის ტერიტორიაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონზე, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის მხარდაჭერით. 
გუნდებმა ითამაშეს 35-35 წუთიანი 2 ტაიმი. თამაში თელეთის საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 5-1 დასრულდა.

სიუჟეტი EVS - ევროპული მოხალისეობრივი სერვისის პროგრამის შესახებ


სიქა EVS - ევროპული მოხალისეობრივი სერვისის პროგრამაში აქტიურადაა ჩართული 2007 წლიდან. 
ცხრა წლის განმავლობაში სიქა დაეხმარა 70-ზე მეტ ქართველ ახალგაზრდას მიეღო ევროპაში მოხალისეობის გამოცდილება, უმასპინძლა 50-დე ევროპელ მოხალისეს, რომლებიც სიქას გუნდთან ერთად მუშაობდნენ ქართველი ახალგაზრდების არაფორმალური განათლების სფეროში.
იხილეთ სიუჟეტი პროგრამის შესახებ, სიქას EVS კოორდინატორის - ნინო ლეკიშვილის მონაწილეობით. http://1tv.ge/ge/videos/view/154763/328.html 

Thursday, December 17, 2015

სიქას მოხალისეებმა ვორკშოპი ჩაუტარეს კალინინოს მოსწავლეებს

17 დეკემბერს სიქას ორგანიზებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლაში ჩატარდა ვორკშოფი, რომელსაც სიქას გერმანელი მოხალისე ამელი დიდარი გაუძღვა. სამოქალაქო კლუბის წევრებმა ისწავლეს საახალწლო მისალოცი ბარათების დამზადება და თავად დაამზადეს რამდენიმე მისალოცი ბარათი. თავისი სურვილით გააფორმეს და ჩაწერეს მისალოცი ტექსტებიც ქართულ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. კლუბის წევრები საახალწლოდ მისალოც ბარათებს მათი ოჯახების უხუცეს წევრებს და თემის სხვა წარმომადგენლებს დაურიგებენ. ასევე, მომავალში თავად შეძლებენ დაამზადონ სხვადასხვა შინაარსის მისალოცი ბარათები. შეხვედრას 14 მონაწილე დაესწრო.

Tuesday, December 15, 2015

სიქა-ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ტრენინგში "Theater of oppressed"

სიქას წარმომადგენლებმა მარიამ კოშაძემ და ანი ციცქიშვილმა მონაწილეობა მიიღეს გერმანიაში, ქალაქ პოტსდამში გამართულ საერთაშორისო ტრენინგში "Theater of oppressed". ტრენინგში მონაწილეობას იღებდა 30-მდე ახალგაზრდა 15 სხვადასხვა ქვეყნიდან. ტრენინგის ფრაგლებში მონაწილეები დაეუფლენ სოციალური თეატრის ინსტრუმენტებს და ისწავლეს, როგორ გამოიყენონ იგი სხვადასხვა სოციალური საკითხის პრევენციასა და მოგვარებაში.