Sunday, April 14, 2024

„ტრანზიციაში დაკარგულები "

2023 წლის დეკემბერში სიქამ დაასრულა ორწლიანი პროექტი „ტრანზიციაში დაკარგულები- ცვლილებების ახალი პერსპექტივები“ . პროექტი განხორციელდა გერმანული ორგანიზაცია „Austausch e.V” ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზაცია „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ თანამშრომლობით. პროექტის განმავლობაში მოსწავლეები საქართველოს 26 სკოლიდან გაეცვნენ საქართველოს საბჭოთა სისტემის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის სირთულეებს, შეხვდნენ და მოუსმინეს ამ პერიოდის თვითმხილველებს, თავად მოიპოვეს ინფორმაცია გარდამავალი პერიოდის სირთულეების შესახებ. პროექტის ფარგლებში გაეცვნენ სხვა ქვეყნების გარდამავალი პერიოდის გამოცდილებასაც,

„დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“

2023 წლის თებერვალი - დეკემბერის პერიოდში სიქამ განახორციელა პროექტი „დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“ პროექტი განხორციელდა ორგანიზაციის PEOPLE IN NEED- ის ფინანსური მხარდაჭერით, ევროკომისიის პროექტის “მედეგი სამოქალაქო საზოგადოება და მედია უკრაინის ომის საპასუხოდ” ფარგლებში. პროექტს ყავს 150-დე პირდაპირი ბენეფიციარი. „ფიფლ ინ ნიდ“ -ის მიერ წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამა სასწავლო მეთოდოლოგიის სახით იყენებს დოკუმენტურ ფილმებს რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ფესტივალზე “ერთი მსოფლიო“ და მის ბაზზე შექმნილი საგანმანათლებლო, მეთოდოლოგიის „ერთი მსოფლიო სკოლებში“(One World In School-OWIS) ფარგლებში. სასწავლო მეთოდოლოგია მიზნად ისახავს დოკუმენტური ფილმების მეშვეობით მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებებზე, მედიაწიგნიერებაზე და სოციალურ თემატიკაზე. ქ. რუსთავში განხორციელებულ პროექტის ფარგლებში ქ. რუსთავში ჩატარდა შვიდ-შვიდი ვორკშოპი ორი სამიზნე ჯგუფისათვის : ზრდასრულების (პედაგოგებისათვის) და მოსწავლეებისათვის (ასაკი 14-17წ.) სულ ვორკშოპებში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა მონაწილემ. ვორკშოპებზე ნაჩვენები და განხილული იყო სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი 6 დოკუმენტური ფილმი,რომელთა მთავარი თემაა - პროპაგანდა, ყალბი ინფორმაცია, მანიპულაცია, ადამიანთა უფლებები, არჩევენები და სხვა. კურსის მონაწილეებმა გაიღრმავეს ციფრული უნარები და მედიაწიგნიერების თემაზე შექმნეს ციფრული რესურსები. სიქა-ში ჩატარებული ვორკშოპებზე მიღებული ცოდნისა და რესურსების საფუძველზე, კურსის მონაწილე რუსთავის ოთხი საჯარო სკოლის პედაგოგებმა (მე-5, მე-8, მე16 დ ამე-20 სკოლები) სკოლის მოსწავლეებისათვის ჩაატარეს სემინარები მედიაწიგნიერების თემაზე, აჩვენეს და განიხილეს ერთ-ერთო დოკუმენტური ფილმი, მოსწავლეებმა თანატოლთა ინფორმირებისათვისათვის შექმნეს საინფორმაციო პოსტერები, რომლებიც განთავსდა სკოლების სივრცეში. 20 დეკემბერს მოწყო პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება. შეხვედრას დაესწრო „ფიფლ ინ ნიდ“ ის პროგრამების მენეჯერი ბ-ნი ვილემ ვერვაეკე. ღონისძიების სივრცეში მოეწყო პროექტის განმავლობაში შექმნილი პოსტერების გამოფენა, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და პროექტის სამახსოვრო საჩუქრები.