Wednesday, December 19, 2018

საახალწლო აქტივობები სიქაში სრულდება


საახალწლო კვირეული დასასრულს მიუახლოვდა, 18 დეკემბერს სიქაში კვირეულის ბოლო ღონისძიება ჩატარდა, მონაწილეებმა ნაძვის ხის სათამაშოები დაამზადეს და სასურველი დეკორაციებით გააფორმეს, ასევე ისწავლეს ორიგამით დეკორაციის გაკეთება. სასიამოვნო მუსიკასთან და ტკბილეულთან ერთად დღემ ხალისიანად ჩაიარა. დიდ მადლობას ვუხდით სიქას მოხალისეებს, ემის და იელნას ღონისძიებების დაგეგმვა-ჩატარებისთვის და ორცხობილების გამოცხობისთვის!
თვალი ადევნეთ სიქას გვერდს და შეიტყობთ მომავალი ღონისძიებების შესახებ.

Thursday, December 13, 2018

U18 შემაჯამებელი კონფერენცია

10 დეკემბრს თბილისში სიქას ორგანიზებით პროექტის "მეტი შეგვიძლია - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპაში" შემაჯამებელი კონფერენცია მოეწყო. კონფერენციას ესწრებოდნენ პროექტის მონაწილე მოსწავლეები, კოორდინატორები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ასევე პროექტის ხელმძღვანელი გუნდის წარმომადგენელი გერმანიიდან ნორა კორტე. კონფერენციაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათ თემში ახალგაზრდული არჩევნების შესახებ.

Friday, December 7, 2018

შეხვედრა ომბუდსმენის წარმომადგენელთან მარნეულში

5 დეკემბერს მარნეულში სიქას ორგანიზებით მოეწყო პროგრამის "მომავლის თაობა" სამიზნე სკოლების მოსწავლეთა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლებთან მარი გვიდიანთან და მურად გუსეინოვთან. შეხვედრის თემა იყო ოჯახური ძალადობა, პრევენცია და რეაგირება. ისაუბრეს ძალადობის ფორმებზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე ძალადობის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ძალადობის კაზუსების განხილვაში. შეხვედრის შემდეგ სამოქალაქო კლუბების წევრებმა გადაწყვიტეს თავიანთ სკოლაშიც მოაწყონ აქტივობები ძალადობის კუთხით თემის წევრების ცნობიერების ამაღლების შესახებ. შეხვედრას დაესწრნენ მოსწავლეები თეთრიწყაროს, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებიდან.



Thursday, December 6, 2018

საახალწლო აქტივობები სიქაში დაიწყო


საახალწლო თვე სიქა-ში 4 დეკემბერს, საშობაო/საახალწლო სათამაშოების დამზადებით, ანიმაციური ფილმის ჩვენებით, ჩვენი გერმანელი მოხალისეების ემას და იელნას მიერ მომზადებული ორცხობილებითა და მუსიკით დაიწყო. ღონისძიების მონაწილეებმა დაამზადეს სხვადასხვა საახალწლო დეკორაცია, ისწავლეს ორიგამის მეთოდით ვარსკვლავის კეთება, დააგემოვნეს გერმანული ორცხობილები და სასიამოვნოდ გაატარეს საღამო.
თქვენც შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, 11 და 18 დეკემბერი ხალისით და ბევრი სიურპრიზებით სავსე იქნება! 
მსურველები დაგვიკავშირდით ტელეფონზე 557008757.