Saturday, July 25, 2015

სიქა გიწვევთ წუწაობა ფართზე

ყველას! ყველას ! ყველასს!!!

ვინც დაიღალა ცხელი ზაფხულის სიცხით, ვისაც სურვილი აქვს დრო მხიარულად და გრილად გაატაროს! ეს თქვენთვისაა! თქვენ გელით გამაგრილებელი, სახალისო თამაშები. მსურველებმა თან იქონიეთ საწუწაო იარაღი (ვისაც არ გაქვთ ბოთლები). ეცადეთ ჩაიცვათ ფერადი ტანსაცმელი.
სიქა-ს ორგანიზებით წუწაობა ფართი მესამე წელია წარმატებით ხორციელდება და მასში რუსთავის ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან.
წუწაობა ფართი - რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში 30 ივლისს 4 საათზე!
ღონისძიებას ახორციელებს სიქა-ს ახალგაზრდული გუნდი.

Sunday, July 19, 2015

სემინარი თემაზე "როგორ მოვიქცეთ საგანგებო სიტუაციების დროს"

18 ივლისს სიქას ახალგაზრდულმა ლიდერმა ნათია შუკაკიძემ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოს სამოქალაქო კლუბის წევრებს ჩაუტარა სემინარი თემაზე "როგორ მოვიქცეთ საგანგებო სიტუაციების დროს". აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა უნდა გააკეთონ სხვადასხვა კატასტროფებისა და ბუნებრივი მოვლენების დროს. სემინარის მონაწილეებს ასევე გადაეცათ ბროშურები აღნიშნულ თემაზე. სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს, სემინარზე მიღებული ინფორმაცია გაუზიარონ სკოლის სხვა მოსწავლეებს და თემის წევრებს, რისთვისაც გადაცემული მასალის საფუძველზე მოამზადებენ პრეზენტაციების კატასტროფების შემთხვევაში ქცევის შესახებ, ჩაატარებენ სემინარებს სკოლაში. შედეგად - მეტი მოქალაქე იქნება ინფორმირებული კატასტროფების პრევენციისა და საფრთხეზე შესაბამისი რეაგირების შესახებ.
სემინარი ჩატარდა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

Wednesday, July 15, 2015

სტაჟირების პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოება მარნეულის იუსტიციის სახლში

სიქას მხარდაჭერითა და ხელშეწყობით სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" სამიზნე სკოლების 8 მოსწავლემ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანისა და თაქალოდან გაიარეს სტაჟირების პროგრამა მარნეულის იუსტიციის სახლში. ოთხი კვირის განმავლობაში აზერბაიჯანელი მოსწავლეები იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ეხმარებოდნენ მოქალაქეებთან ურთიერთობაში, რათა მათ სრულად ესარგებლად იუსტიციის სახლის სერვისებით. 15 ივლისს მარნეულის იუსტიციის სახლში მარნეულის იუსტიციის სახლის მენეჯერმა გიორგი გოგალაძემ მოსწავლეებს მოხალისეობისათვის სიგელები გადასცა. სიქამ ასევე დააჯილდოვა აქტიური მოხალისეები პროგრამის მაისურითა და სხვა სამახსოვრო საჩუქრებით.

Wednesday, July 8, 2015

სიქა-ს ევროპელმა მოხალისეებმა მოაწყვეს გამოფენა "საქართველო - ჩემი მეორე სამშობლო"

სიქა-ს ერთ-ერთმა მოხალისემ გერმანიიდან, ლუსი ტელემანმა დაასრულა გრძელვადიანი ევს პროექტი რუსთავში, სიქასთან ერთად. მას და სიქას კიდევ ერთ მოხალისეს პოლონეთიდან ულა ვოზნიაკოვსკას გაუჩნდათ იდეა მათ მიერ გადაღებული სურათებით ეჩვენებინათ საქართველო - მათი მეორე სამშობლო. 9 ივლისს რუსთაველებს შესაძლებლობა მიეცათ ფოტოგამოფენაზე ენახათ მათ მიერ საქართველოში გატარებული მხიარული, ძვირფასი და უბრალოდ - დასამახსოვრებელი დღეების ამსახველი ფოტოები.
თუკი გამოტოვეთ გამოფენა რუსთავის პარკში, თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს, გამოფენა მალე განმეორდება.
მშვიდობიან გზას გისურვებთ, ლუსი!