სიქა-ს ერთ-ერთმა მოხალისემ გერმანიიდან, ლუსი ტელემანმა დაასრულა გრძელვადიანი ევს პროექტი რუსთავში, სიქასთან ერთად. მას და სიქას კიდევ ერთ მოხალისეს პოლონეთიდან ულა ვოზნიაკოვსკას გაუჩნდათ იდეა მათ მიერ გადაღებული სურათებით ეჩვენებინათ საქართველო - მათი მეორე სამშობლო. 9 ივლისს რუსთაველებს შესაძლებლობა მიეცათ ფოტოგამოფენაზე ენახათ მათ მიერ საქართველოში გატარებული მხიარული, ძვირფასი და უბრალოდ - დასამახსოვრებელი დღეების ამსახველი ფოტოები.
თუკი გამოტოვეთ გამოფენა რუსთავის პარკში, თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს, გამოფენა მალე განმეორდება.
მშვიდობიან გზას გისურვებთ, ლუსი!
მშვიდობიან გზას გისურვებთ, ლუსი!
No comments:
Post a Comment