Sunday, June 28, 2015

"მომავლის თაობის" პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება რუსთავში


26 ივნისს რუსთავში სიქას მიერ ორგანიზებული იქნა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" შემაჯამებელი ღონისძიება. მიმოხილული იქნა 2014-15 სასწავლო წლის განმავლობაში ქვემო ქართლის რეგიონიდან პროგრამაში ჩართული სკოლების მუშაობა. წარმოდგენილი იქნა ბოლნისის სკოლა "დავითიანის" და რუსთავის #6 საჯარო სკოლების წარმატებული საკლასო პროექტები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის წარმატებული საგრანტო პროექტი.
პროგრამა PH International -ის წარმომადგენელმა თამუნა ფრუიძემ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებულ სკოლებს გადასცა სერტიფილატები. სოციალური მედიის კოორდინატორმა თაკო გელაშვილმა კი ბლოგების კონკურსში გამარჯვებულებს გადასცა პრიზები. სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება PH International -ის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

No comments:

Post a Comment