21 ივნისს სიქამ ბაკურიანში გახსნა სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი 2015. ბანაკში მონაწილეობენ ახალგაზრდები, უფროსკლასელი მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები საქართველოს 11 რეგიონიდან. სიქას ტრენერთა გუნდი ატარებს ტრენინგებს სამოქალაქო მონაწილეობის ხელშეწყობისა და მოხალისეობის თემაზე, მონაწილეები გაიუმჯობესებენ ეფექტიანი კომუნიკაციისა და საჯარო გამოსვლების უნარებს. მოწვეული სტუმრის სტატუსით ბანაკს ეწვევიან საზოგადოებრივი მოღვაწეები, წარმატებული მეწარმეები, პროგრამა PH International-ის ხელმძღვანელები. სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება PH International -ის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
No comments:
Post a Comment