სიქა ორგანიზებას უწევს სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკს. ბანაკი სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა"-ს ფარგლებში ხორციელდება 21-25 ივნისს, დაბა ბაკურიანში. პროგრამის სამიზნე სკოლებიდან ბანაკში საქართველოს თეთრთმეტი რეგიონის 91 მოსწავლე და პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას. სიქას ტრენერთა გუნდი ჩაატარებს ტრენინგებს სამოქალაქო მონაწილეობის ხელშეწყობისა და მოხალისეობის თემაზე, მონაწილეები გაიუმჯობესებენ ეფექტიანი კომუნიკაციისა და საჯარო გამოსვლების უნარებს. მოწვეული სტუმრის სტატუსით ბანაკს ეწვევიან საზოგადოებრივი მოღვაწეები, წარმატებული მეწარმეები, პროგრამა PH International-ის ხელმძღვანელები. სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება PH International -ის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
No comments:
Post a Comment