Wednesday, June 3, 2015

სიქას დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტრენინგ კურსში "Step up Music"

სიქას დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტრენინგ კურსში "Step up Music", რომელიც 23 მაისიდან 2 ივნისამდე ჩატარდა მოლდავეთში. პროექტში მონაწილეობდა 5 ქვეყანა (რუმინეთი, სომხეთი, მოლდავეთი, საქართველო, დანია, დიდი ბრიტანეთი). ტრენინგ კურსის ორგანიზატორები იყვნენ დანიელი და ბრიტანელი ორგანიზაციის წევრები ( Inter collage & Baby People). პროექტის მთავარი აქტივობები იყო მუსიკის შექმნა, ლირიკების დაწერა, დისკიმინაციის აღმოფხვრის გზების პოვნა, პროექტის დიზაინი და სხვა. ტრენინგის მუსიკალური ვორქშოფებს უძღვებოდნენ ბრიტანელი ახალგაზრდები, რომელიც დაკომპლექტებული იყო მუსიკოსებისა და რეპერებისგან. პროექტში საქართველოდან 4 ახალგაზრდა ჩაერთო. სოფო არაბული, ნუკა გოშაძე, სალომე მასხარაშვილი და გიორგი გურჩიანი.

No comments:

Post a Comment