სამოქალაქო განათლების გაკვეთილი ახალსოფლის საჯარო სკოლაში |
სიქას კოორდინატორი პროგრამაში "მომავლის თაობა" მოწვეულ ექსპერტთან ერთად ქვემო ქართლის სკოლების სამოქალაქო განათლების გაკვეთილებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენების მონიტორინგს განაგრძობს. სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ეძლევათ რეკომენდაციები გაკვეთილის უკეთ წარმართვის კუთხით. 1-5 ივნისს მონიტორინგის გუნდი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვაზიანის #1 და #2 და ახალსოფლის საჯარო სკოლების მე-9 კლასებს ეწვია. ახალსოფლის გუნდი ასევე დაჯილდოვდა სიქა-ს მიერ პროგრამის ფარგლებშ გამოცხადებული ვიდეოკონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის. მოსწავლეების ბულინგის თემაზე მომზადებული ვიდეორგოლისათვის სერტიფიკატი და კომპიუტერული აქსესური გადაეცათ.
No comments:
Post a Comment