4 ივნისს სიქას გუნდი პროგრამაში "მომავლის თაობა" ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს ეწვია. მოსწავლეებმა კოორდინატორების ფასილიტაციით იმუშავეს სოფელში არსებული საჭიროებების მოგვარების შესაძლებლობებზე. სამუშაო შეხვედრაზე მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით სოფელში მასშტაბური სპორტული ტურნირი დაგეგმეს.
სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.პროგრამა „მომავლის თაობა“ ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაძლიერებას სკოლებში, მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიულ ზრდას.
No comments:
Post a Comment