Tuesday, May 17, 2022

სიქა-ში დაიწყო "მომავალი ლიდერების კლუბი 2022"

15 მაისს სიქაში მომავალი ლიდერების კლუბის პატარების ჯგუფმა დაიწყო ფუნქციონირება. პირველ გაცნობით შეხვედრაზე ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებო და მხიარულ აქტივობებში.

დიდი მოთხოვნის გამო დაემატება მეორე ნაკადი️. მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირებს ნომერზე 577 04 85 93 (რატი სირაძე), 558 38 81 55 (თეკლა თვალიაშვილი) და/ან დარეგისტრირდნენ ლინკზე https://docs.google.com/.../1pEHwFdyoaglK28wJ.../viewform...

"მომავალი ლიდერების კლუბი 2022" -ში კლუბში მიიღებიან 9-11 წლის ასაკის ბავშვები, მონაწილეობა უფასოა️. კლუბის წევრები დაესწრებიან შეხვედრებს, ჩატარდება აქტივობები თემებზე: მრავალფეროვნება, სტერეოტიპები, გადაწყვეტილების მიღება, კონფლიქტების მართვა, ტოლერანტობა და ა.შ. ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს. კლუბს უძღვებიან სიქას „მომავალი ლიდერები“-ს კლუბის ბოლო ნაკადის მონაწილეები (13-14 წლის ახალგაზრდები).

Friday, May 6, 2022

შეხვედრა რუსთავის #15 საჯარო სკოლის სამოქალაქო და ეკო კლუბებთან

6 მაისს სიქას წარმომადგენლები და ევროპელი მოხალისეები ეწვივნენ რუსთავის #15 საჯარო სკოლას. ისინი შეხვდნენ სამოქალაქო და ეკოკლუბის წევრებს, კლუბების მეურვებს, სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლებს და სკოლის ადმინისტრაციას. სიქა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ მათ აუწყა „სამოქალაქო განათლების პროგრამის“ დაწყება და გააცნო პროგრამის მიზნები, განიხილა სამოქალაქო და ეკოკლუბთან სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები. სიქას ევროპელმა მოხალისეებმა ისაუბრეს სასკოლო  ეკოლოგიური პროექტების განხორციელებისას მიღებულ საკუთარ გამოცდილებაზე. შეხვედრისას მოეწყო სკოლის ეკოკლუბის პრეზენტაცია. შეხვედრის ბოლოს რუსთავის #15 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „მე აქტიური მოქალაქის“ წევრებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს კლუბის სამუშაო სივრცე და გააცნეს ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტები.