Wednesday, May 30, 2018

სიქას ორგანიზებით მოსწავლეები შეხვდნენ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს


22 მაისს, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სიქას ორგანიზებით მოეწყო საქართველოს სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლების მარიამ გვიდიანისა და მურად გუსეინოვის შეხვედრა მოსწავლეებთან. ღონისძიება გაიმართა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და დაესწრნენ მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. შეხვედრის თემა იყო ტრეფიკინგი და სახალხო დამცველის ოფისის მიერ გაწეული საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.


სიქას EVS მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდულ კონფერენციაში რუმინეთში

სიქა-ს EVS მოხალისეებმა ანა გელაშვილმა და ლუკა სუთიაშვილმა, რომლებიც Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 12 თვიანი მოხალისეობრივი პროგრამით არიან რუმინეთში, 11 მაისს ქ. დრაგასანში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდულ კონფერენციაში, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებს ესაუბრნენ ევროპული მოხალისეობრივი პროგრამის შესახებ, გააცნეს საქართველოს კულტურა და ქართველი ახალგაზრდების ინტერესები. კონფერენციის დასასრულს კი ქართველმა მოხალისეებმა სტუმრებს ქართული სამზარეულოც წარმოუდგინეს.

Wednesday, May 16, 2018

სიქას ორგანიზებით ხაიშის საჯარო სკოლაში დებატების ტრენინგი ჩატარდა

14 მაისს ხაიშის საჯარო სკოლაში სიქას ორგანიზებით, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, ჩატარდა დებატების ტრენინგი. ტრენინგს ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშისა და წინწყაროს საჯარო სკოლების მოსწავლეები. ტრენინგს უძღვებოდა სიქას მოხალისე, გამოცდილი მოდებატე და მსაჯი თამარ ქურდაძე, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო კარლ-პოპერის (ფასეულობითი) დებატის სტრუქტურა და წესები. მოსწავლეებმა ტრენინგზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაშიც მოსინჯეს, იდებატეს რეზოლუციით "ზოოპარკი უნდა აიკრძალოს". დებატების შემდეგ, ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ დებატი წესების დაცვით მათთვის საინტერესო აღმოჩნდა, გამოსცადეს საკუთარი თავი სწრაფ აზროვნებასა და არგუმენტირებულ მსჯელობაში. ფოტო

Wednesday, May 2, 2018

მინი ფორუმი მარნეულში

30 აპრილს სიქას ორგანიზებით პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში გაიმართა მინი ფორუმი, რომელსაც დაესწრო PH International წარმომადგენელი, პროგრამაში "მომავლის თაობა" რეგიონული ორგანიზაციების ქსელის მენეჯერი, თამარ ფრუიძე. მინი ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ პროგრამის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებიდან. შეხვედრის მიზანი იყო სკოლების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაცნობა-გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა.

Tuesday, May 1, 2018

სიქას მოხალისეები შეუერთდნენ Erasmus+ პროექტს რუმინეთში


სიქას მოხალისეები ლუკა სუთიაშვილი და ანი გელაშვილი აპრილის თვიდან შეუერთდნენ პროგრამის Erasmus+ ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული მოხალისეობრივი სერვისის პროექტს რუმინეთში "Green Color for Creativity".
ქართველი მოხალისეები სხვა ევროპელ მოხალისეებთან ერთად 12 თვის განმავლობაში იმუშავებენ რუმინეთში, სადაც სკოლის მოსწავლეებისა და თემის წევრებისათვის დაგეგმავენ და განახორციელებენ გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს.