Wednesday, May 2, 2018

მინი ფორუმი მარნეულში

30 აპრილს სიქას ორგანიზებით პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში გაიმართა მინი ფორუმი, რომელსაც დაესწრო PH International წარმომადგენელი, პროგრამაში "მომავლის თაობა" რეგიონული ორგანიზაციების ქსელის მენეჯერი, თამარ ფრუიძე. მინი ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ პროგრამის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებიდან. შეხვედრის მიზანი იყო სკოლების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაცნობა-გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა.

მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა ისაუბრეს პროგრამის ფარლებში უკვე გაწეული საქმიანობის შესახებ, კერძოდ განხორციელებულ საკლასო პროექტებზე, თემისა და სკოლის საჭიროებების კვლევის შედეგებზე, კონკურსებში მონაწილეობაზე, მცირე გრანტის პროექტების მიმდინარეობაზე, და რა აქვთ დაგეგმილი სასწავლო წლის დასრულებამდე, რაში სჭირდებათ დახმარება პროგრამისგან და პარტნიორი ორგანიზაციისგან.
მინი ფორუმზე თითოეული სკოლისთვის გაკეთდა გეგმის მონახაზი სამოქალაქო კლუბის კონკრეტული ინიციატივისთვის, რომელზეც მოსწავლეები იმუშავებენ და განახორციელებენ სკოლასა და თემში. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია ქვემო ქართლში - სიქა დაეხმარება სკოლებს ადამიანური და მატერიალური რესურსებით დასახული მიზნების მისაღწევად.
შეხვედრა გაიმართა მარნეულის დემოკრატიული  ჩართულობის ცენტრში და დაესწრნენ ხაიშის, წინწყაროს, წერეთლის (სომხური სექტორი), აზიზკენდის, კასუმლოს, ბაიდარის,  სადახლოს #1, საბირკენდის #1, ხულდარის, ყიზილაჯლოს #1, მარნეულის #1 და კირიხლოს საჯარო სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები.

No comments:

Post a Comment