Tuesday, September 29, 2015

სიქა-ს ორგანიზებით სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლისმმოსწავლეები რუსთავის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ესტუმრნენ

28 სექტემბერს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლის IX-X კლასების მოსწავლეები რუსთავის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ესტუმრნენ
შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ სამაშველო სამსახურის მუშაობის სპეციფიკას, მიიღეს ინფორმაცია რა შემთხვევებში შეიძლება მიმართონ სამაშველო სამსახურს და როგორ ისარგებლონ მათი მომსახურებით
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამაშველო აღჭურვილობა, და პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღეს
ვიზიტი შედგა სამოქალაქო განათლების პროგრამამომავლის თაობაფარგლებში.
პროგრამამომავლის თაობას“ - აფინანსებს USAID - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ახორციელებს PH International, პარტნიორები: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი; სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სიქას ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2015 -ს ესტუმრნენ

სიქას ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის #1 და #2 სკოლის მოსწავლეები ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2015 -ს ესტუმრნენ. სამეცნიერო პიკნიკი ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ღია ცის ქვეშ ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, და რომლის მიზანია მეცნიერების სხვადასხვა დარგისა და მიმართულების წარმოჩენა ყველა ასაკის ადამიანისთვის სახალისო და მიმზიდველი ფორმით. მოსწავლეებმა მოინახულეს მეცნიერების სხვადასხვა დარგის 65 პავილიონი, გაეცვნენ ახალგაზრდა გამომგონებლების ნამუშევრებს და თავად მიიღეს მონაწილეობა მრავალ საინტერესო ექსპერიმენტში. ვიზიტი განხორციელდა პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში.

Saturday, September 19, 2015

სიქას მოხალისეებმა ჩაატარეს ტრენინგი "როგორ მოვიქცეთ სტიქიური მოვლენების დროს"

17 სექტემბერს სიქას ახალგაზრდულმა მუშაკმა მარი კოშაძემ და გერმანელმა მოხალისემ ლეა ეიჩლერმა აზერბაიჯანელი მოსწავლეებისათვის კალინინოს, ჯანდარისა და გარდაბნის #4 სკოლებიდან ჩაატარეს ტრენინგი "როგორ მოვიქცეთ სტიქიური მოვლენების დროს". ტრენინგი მოიცავდა 4 სტიქიურ მოვლენასა და კატასტროფას: მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი და ხანძარი. მონაწილეებმა შეიძინეს ცოდნა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ და როგორ არ უნდა მოიქცნენ თითოეული მათგანის შემთხვევაში. 
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებისათვის მოეწყო სახალისო ვიქტორინა, რომელზეც მონაწილეებს მიეცათ ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა. 

Friday, September 11, 2015

სიქაში მოეწყო სამაგიდო თამაშების კლუბის პირველი შეხვედრა


11 სექტემბერს სიქაში მოეწყო სამაგიდო თამაშების კლუბის პირველი შეხვედრა. სიქას გერმანელმა მოხალისემ ლეამ მონაწილეებს გააცნო სახალისო თამაში "Jungle Speed"-წესები. კლუბში კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, რაც მონაწილეებს ეხმარება უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარების განვითარებაში.
კლუბის ერთ-ერთი მიზანია სხვადასხვა თამაშების საშუალებით ქართველი ახალგაზრდები გაეცნონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კულტურას.

Thursday, September 10, 2015

სიქა ახალ ინგლისურენოვან კლუბს იწყებს


სიქა მოხარულია გაცნობოთ ახალი, ინგლისურენოვანი კლუბის შესახებ. 
შემოგვიერთდით 11 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევს, სამაგიდო თამაშების კლუბში. ეს არის თქვენი შანსი ხალისიანად გაატაროთ დრო, გაიცნოთ ახალი ადამიანები და გაიუმჯობესოთ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი. 
თუ ხართ 13 წლის და ზემოთ, მაშინ გელით 11 სექტემბერს, 16:00 საათზე, სიქას მეგობრულ ოფისში. მისამართი: ქ. რუსთავი, მეგობრობის ქუჩა 12/56.

Wednesday, September 9, 2015

"ხელნაკეთი ნივთების კლუბის" ახალი სეზონი დაიწყო

9 სექტემბერს სიქაში გაიმართა "ხელნაკეთი ნივთების კლუბის" ახალი სეზონის პირველი შეხვედრა. კლუბს სიქას ახალი გერმანელი მოხალისე ლეა გაუძღვება ყოველ ოთხშაბათს, 16 საათზე. დღევანდელ შეხვედრაზე მონაწილეებმა დაამზადეს სასკოლო ნივთების შესანახი საკიდები, რომელსაც აქტიურად გამოიყენებენ ახალ სასწავლო წელს.

სიქა იწვევს გრაფიკული დიზაინის პროგრამების მცოდნე ახალგაზრდებს


სიქა თანამშრომლობისთვის იწვევს ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ გრაფიკული დიზაინის პროგრამების გამოყენების ცოდნა და გამოცდილება, უყვართ ინოვაცია, Pop Art და Vintage სტილი. შემოქმედებით ახალგაზრდებთან სიქა მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას. დაეხმარება მათ კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახალი გამოცდილების შეძენაში. 
დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ მოკლედ თქვენი გამოცდილების შესახებ და მოგვაწოდეთ თქვენი რამდენიმე ნამუშევარი (თემის თავისუფალი არჩევანი) ელექტრონულ ფოსტაზე siqa.org@gmail.com  ველით თქვენს გამოხმაურებას 20 სექტემბრამდე.

Tuesday, September 8, 2015

სიქა აგრძელებს ცნობილ “ხელნაკეთი ნივთების კლუბს”

მოგესალმებით მეგობრებო,
გვიხარია გაცნობოთ, რომ სიქა აგრძელებს ცნობილ “ხელნაკეთი ნივთების კლუბს”. ხართ დაინტერესებული, რომ შექმნათ გამოსადეგი ნივთები? გსურთ რომ ძველ საგნებს შესძინოთ ახალი სიცოცხლე? მაშინ გახდით ჩვენი კლუბის წევრი.
გელით სიქას მეგობრულ ოფისში მისამართზე ქ. რუსთავი, მეგობრობის ქ. 12/56, ოთხშაბათს 9 სექტემბერს 16:00 საათზე. 
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, გვსურს კლუბი დავიწყოთ საინტერესო პროექტით - შევქმნით აქსესუარებს, რომლებიც დაგემხარებათ სკოლისთვის საჭირო ნივთების ორგანიზებაში. კლუბს შემოუერთდება სიქა ახალი EVS მოხალისე გერმანიიდან ლეა, რომელიც მოუთმენლად ელის თქვენთან ერთად მუშაობას. 
გაატარეთ საზაფხულო არდადაგების ბოლო კვირა სასიამოვნოდ და შემოგვიერთდით, გელით ყველა მსურველს.