Wednesday, April 29, 2015

"ეფექტური პრეზენტაცია ეფექტური კარიერისთვის" ახალი კლუბი სიქა-ში

"ეფექტური პრეზენტაცია ეფექტური კარიერისთვის" ახალი კლუბი სიქა-ში 7-11 კლასელი მოსწავლეებისათვის.
კურსი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ეფექტური პრეზენტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და გამოიყენოს ის სამომავლო საქმიანობაში. 
მსურველებმა შეავსეთ ონლაინ აპლიკაცია:
 https://docs.google.com/…/1jm4U4E6h4Ns-NN6Q2pAe6Ky…/viewform

გამწვანების აქცია მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში

28 აპრილს სიქას ორგანიზებით მოეწყო გამწვანების აქცია მარნეულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის სამ სკოლაში. აპრილის თვეში დედამიწის დღესთან დაკავშირებით კაჩაგანის #1, კაჩაგანის #2 და ქესალოს საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებმა ინიციატივით მიმართეს რუსთავის თვითმმართველობის ახალგაზრდულ დეპარტამენტს, სთხოვეს მათ ეზოს გამწვანებისათვის ნერგების გამოყოფა. რუსთავის ახალგაზრდული დეპარტამენტის შუამდგომლობით სკოლებს გადაეცა 30 - ზე მეტი ნერგი, რომელიც სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან და თემის წევრებთან ერთად თავიანთი სკოლების ეზოებში დარგეს.

Monday, April 27, 2015

სიქა-ს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი

სიქა-ში აქტიურად მიმდინარეობს ინგლისური ენის შესწავლა "English as a Second Language" - ინგლისური ენის შემსწავლელი კურსის ფარგლებში. კურსს უძღვება ინგლისური ენის გამოცდილი პედაგოგი ქეთი მაისურაძე, სწავლების პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებს ამერიკელი მოხალისე ალ ჩანდლერი. კურსი აპრილის თვიდან მუშაობს, ძირითადი მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ, დამატებით ერთი შეხვედრა იმართება გასამდიდრებელი აქტივობებისათვის, სადაც სიქას მოხალისეები კურსის სტუდენტებს ეხმარებიან ინგლისური ენაზე კომუნიკაციის უნარების გაღრმავებაში.

Saturday, April 25, 2015

სიქა-ს დელეგაცია მონაწილეობას იღებს ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში " "Make your career bravely"

სიქა-ს დელეგაცია მონაწილეობას იღებს ლიტვაში მიმდინარე ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში " "Make your career bravely". პროექტში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდები ლიტვადან, საქართველოდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან. პროექტის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს თვითგამორკვევასა და მომავალი პროფესიის არჩევაში.

სიქას ორგანიზებით მოეწყო მოსწავლეების ვიზიტი ტელეკომპანია „მაესტროში“


23 აპრილს სიქას ორგანიზებით მოეწყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეების ვიზიტი ტელეკომპანია „მაესტროში“. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ხატია ქვათაძემ უმასპინძლა აზერბაიჯანელ მოსწავლეებს, დაათვალიერებინა სტუდიები, სადაც გადაცემები იწერება, სამონტაჟოები, სადაც მასალას ამზადებენ. ახალგაზრდები ასევე შეხვდნენ ჟურნალისტებს და ესაუბრნენ რამდენად რთულია მათი პროფესია, რა არის საჭირო იმისათვის რომ იყო ჟურნალისტი, ოპერატორი. რამდენიმე მოსწავლემ გამოთქვა სურვილი მომავალში აირჩიონ ისეთი პროფესია, რომ შეეძლოთ ტელეკომპანიაში მუშაობა. 
ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ნაზარლოს, გარდაბნის #4, ჯანდარისა და კალინინოს სკოლების 20 მოსწავლემ და სამოქალაქო განათლების 4 პედაგოგმა.

Monday, April 20, 2015

კლუბის "როგორ გავხდე უფრო დასაქმებადი" მესამე სეზონი იწყება


სიქა-ს კლუბი "როგორ გავხდე უფრო დასაქმებადი", მესამე სეზონი. ტრენინგ-კურსი კარიერულ ზრდაზე ორიენტირებული ადამიანებისათვის. კურსის მიზანია დაეხმაროს დაინტერესებულ პირებს გაიზარდონ პროფესიული თვითრეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობები.
საკლუბო შეხვედრები დაიწყება მაისის თვიდან. 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სააპლიკაციო განაცხადი.

გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი დღე სიქაში

სიქა-ს გერმანელი და პოლონელი მოხალისეების ორგანიზებით, 18 აპრილს გაიმართა გარემოსდაცვითი დღისადმი მიძღვნილი აქტივობები, აქცია 11:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდა. სიქა-ში მოეწყო პრეზენტაციები გარემოსდაცვითსა და მდგრადი განვითარების თემაზე, დასუფთავდა ქ. რუსთავში ტაშკენტის ქუჩა და მე-7 მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორია. დასუფთავებისას ნაპოვნი სხვადასხვა ნარჩენებისაგან უცხოელმა მოხალისეებმა ქართველ ახალგაზრდებს შეასწავლეს ხელნაკეთი ნივთების დამზადება. აქციის მიზანი იყო მონაწილეებში ეკოლოგიური სისუფთავის შენარჩუნების უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობა, გლობალური დათბობის ხელისშემწყობი და შემაკავებელი პირობების გამოვლენა, ანალიზი თუ რა გავლენას ვახდენთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით გარემოზე.
გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნაში აქტიურად ჩაერთვნენ რუსთაველი ახალგაზრდები. გარემოსდაცვა სიქას აქტივობების ერთ-ერთი მთავარი თემაა.

შეხვედრა თემაზე "ჯანსაღი საკვები" კალინინოს საჯარო სკოლაში


17 აპრილს სიქას ევროპელი მოხალისე გერმანიიდან ლუსი ტელმანი სიქას წევრებთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს ეწვია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გარდაბნის #4 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები. ღონისძიების ძირითადი თემა იყო „ჯანსაღი საკვები“. ევროპელმა მოხალისემ კლუბის წევრებს ჩაუტარა ექსპერიმენტი, რომლის მიზანი იყო მონაწილეები დაეფიქრებინა, რათა მომავალში საკვებს უპირატესობამიანიჭონ არა მხოლოდ შეფუთვითა და გარეგნული ნიშნებით, არამედ იმის მიხედვით რომელი უფრო ჯანსაღი და სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. 
შეხვედრის მეორე ნაწილში კლუბის წევრები ასევე გაეცნენ ე.წ „საჭმლის პირამიდას“, ისაუბრეს რამდენად ჯანსაღად იკვებებიან თავად და რა აუცილებელი ინგრედიენტებისგან უნდა შედგებოდეს კვების რაციონი.

Wednesday, April 15, 2015

სიქა გიწვევთ გარემოსდაცვით აქციაზე

სიქა ევროპელი მოხალისეების ორგანიზებით გიწვევთ გარემოსდაცვით აქციებში მონაწილეობის მისაღებად. შაბათს, 18 აპრილს 11 საათიდან - მრავალფეროვანი აქტივობები: სესიები გარემოსდაცვის თემაზე, დასუფთავების აქცია, ნარჩენებისაგან ხელნაკეთი ნივთების შექმნა და სხვა საინტერესო ვორკშოპები. 
შემოგვიერდით!
ინფორმაცია იხილეთ ბმულზე https://www.facebook.com/events/1380425905617658/

Friday, April 10, 2015

მოსწავლეები სოციოლოგებს შეხვდნენ

8 აპრილს სიქა-ში რუსთავისა და ახალი სამგორის სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეები სოციოლოგ თამარ ქურდაძეს და სალომე ყულიშვილს შეხვდნენ. 
შეხვედრის ძირითადი თემა იყო კვლევის დაგეგმვა და განხორციელება. მოსწავლეებმა განიხილეს რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევების დადებითი და უარყოფითი მხარეები, გაეცნენ სამიზნე ჯგუფის არჩევისა და კითხვარის შედგენის ძირითად მახასიათებლებს. მოსწავლეები როლურ თამაშში ჩაერთვნენ და სიტუაციური სავარჯიშოებით მოირგეს ინტერვიუერისა და რესპონდენტის როლები. 
სოციოლოგებმა მოსწავლეებს მიღებული შედეგების დამუშავების საბაზისო მეთოდებიც გააცნეს. ახალგაზდები მიღებულ ცოდნას თანაკლასელებს გაუზიარებენ ახალ უნარ-ჩევევებს აქტიურად გამოიყენებენ საკლასო პროექტების განხორციელების დროს.

Wednesday, April 1, 2015

სიქა-ს დელეგაცია ბულგარეთში

სიქას დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გაცვლით პროექტში “Youth volunteers in Family Farming - united for a world free from poverty and hunger”, რომელიც ბულგარეთში ჩატარდა 23-29 მარტს.