Thursday, July 24, 2014

სიქა-ს "სოციალური მედიის საზაფხულ სკოლა" დაიწყო

18 ივლისს სიქა- "სოციალური მედიის საზაფხულ სკოლამ" მუშაობა დაიწყო. 22 ივლისს, ჩატარდა სოციალური მედიის საზაფხულო სკოლის რიგით მე-2 გაკვეთილი. მონაწილეებმა მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა Facebook-ის, Google+ და Gmail-ის შესახებ. მეცადინეობებში აქტიურად იღებენ მონაწილეობას სიქა- მოხალისეები თურქეთიდან. საზაფხულ სკოლის გაკვეთილები ჩატარდება ყოველ სამშაბათს და პარასკევს 16:00 სთ 2 თვის განმავლობაში.

Wednesday, July 16, 2014

სიქა-ს ორგანიზებით რუსთავში "წუწაობა ფართი" მოეწყო

წუწაობა ფართი ეს არის ღონისძიება, რომელსა სიქას ახალგაზრდული გუნდი უკეთებს ორგანიზებას. წელს, 15 ივლისს უკვე მეორედ გაიმართა აღნიშნული აქტივობა რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში. „წუწაობა ფართი“ დატვირთული იყო სხვადასხვა წამახალისებელი თამაშებით, სიმბოლური პრიზებით და გამაგრილებელი წუწობით. შარშანდელთან შედარებით წელს აშკარად მოიმატა მონაწილეეთა რაოდენბამ, საერთო ჯამში 70-მდე რუსთაველი ახალგაზრდა დაესწრო ღონისძიებას. ზაფხულის ცხელ დღეს მოეწყო მშვენიერი გამაგრილებელი და მხიარული ღონისძიება. აქტივობებში გამარჯვებულებს გადაეცათ სიქას სამახსოვრო პრიზები,  დასასრულს მონაწილეებმა გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

Tuesday, July 15, 2014

სიქა-მ მონაწილეობა მიიღო "მოხალისეობის ფორუმში"

2014 წლის 11-14 ივლისს კვარიათში ჩატარდა „მოხალისეობის ფორუმი“, რომელიც ჩატარდა პროექტისმოხალისეობის ქსელისფარგლებში. ფორუმზე წარმოდგენილი იქნა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანზიაციების საქმიანობის ანალიზი, მათი ხედვა მოხალისეობის განვითარების კუთხით, ასევე გაიმართა დისკუსია მოხალისეობის ძირითად ასპექტებთან დაკავშირებით მოხალისეობის შესახებ კანონპროექტთან მიმართებაში და მოხალისეობის ქსელის ფარგლებში სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

ფორუმი ორგანიზებული იყო ორგანიზაცია ბორჯღალის“ მიერ გურიის ახალგაზრდული რესურს-ცენტრთან, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან ახალციხის ახალგაზრდული ცენტრთან, და სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციასთან პარტნიორობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი- ფინანსური მხარდაჭერით.   სიქა-ს წარმოადგენდა სიქას ახალგაზრდა მოხალისე დარინკა ხუბაშვილი.

Tuesday, July 8, 2014

სიქას ყოფილი და მოქმედი EVS მოხალისეების შეხვედრა

8 ივლისს სიქაში შედგა სიქას ყოფილი და მოქმედი EVS მოხალისეების შეხვედრა. სიქაში მუშაობა დაიწყეს EVS მოხალისებმა თურქეთიდან, რომლებიც 2 თვის განმავლობაში რუსთაველ ახალგაზრდებს დაეხმარებიან გაიღრმაონ ციფრული კომპეტენციები. სოც.მედიის საზაფხულო სკოლაში სიქას ქართველი და უცხოელი მოხალისეები ახალგაზრდებს შეასწავლიან სამოყვარულო ფილმის გადაღებას, მონტაჟს. საზაფხულო სკოლა ღიაა ახალგაზრდებისათვის, რომლებიც სკოლაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ ქვემოთ მოყვანილი ანკეტის საშუალებით

Friday, July 4, 2014

ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის საზაფხულო სკოლა სიქაში

30 ივნისი-4 ივლისი პერიოდში სიქაში მოეწყო ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის (English Access Microscholarship Program-Georgia, Rustavi) მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლა, რომელიც დატვირთული იყო საინტერესო ტრენინგებითა და ვორკშოპებით. მასში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მშვიდობის კორპუსის, სიქას EVS  და ქართველი მოხალისეები. 2 ივლისს მოსწავლეებს სტუმრად ეწვია პროგრამის კოორდინატორი ნანა იოსელიანი-მაისნერი. საზაფხულო სკოლა დასრულდა ექსკურსიით ბორჯომში.

Thursday, July 3, 2014

სიქა-ს გუნდი მონაწილეობას იღებს კონკურსში პროექტით "სოციალური მედიის საზაფხულო ბანაკი"



სიქა გუნდი მონაწილეობას იღებს კონკურსში, რომელიც დაგვეხმარება საზაფხულო მედია სკოლის აქტივობების გამდიდრებისათვის რესურსების მოძიებაში.
მიეცით ხმა მოწყვლადი ოჯახების მოზარდებისათვის სოციალური და ციფრული კომპეტენციების გაზრდის ხელშემწყობ საზაფხულო სკოლას!
კონკურსში გამარჯვება ხმების მოპოვების მიხედვით ხდება.
ხმის მისაცემად, გთხოვთ, აქ შეხვიდეთ.