Saturday, August 19, 2023

წლის შემაჯამებელი შეხვედრა

 

30 მაისს, სიქა-ს ორგანიზებით ქ. რუსთავში გაიმართა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2022-2023 აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება ქვემო ქართლის რეგიონში. ღონისძიებაზე პროგრამის დირექტორმა ქვემო ქართლის რეგიონში ინგა პაიჭაძემ ისაუბრა 2022-2023 აკადემიური წლის შედეგების შესახებ, შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორული ქსელის მენეჯერი, PH International-ის წარმომადგენელი თამარ ფრუიძე, მარნეულის #2 და შულავერის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს სამოქალაქო კლუბების წარმატებული საქმიანობა, ქ. ბოლნისის #5 საჯარო სკოლისა და ქ. რუსთავის #24 ქართული გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობებმა გააზიარეს საკუთარი წარმატებული გამოცდილება, მარტყოფის #2 და რუსთავის #20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებული მცირე გრანტის პროექტების შესახებ, სკოლა - ბიზნეს ფორუმის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები წარმოადგინეს ნახიდურის და რუსთავის #4 სკოლის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფო

რუმის მიმდინარე საქმიანობა პროგრამის
ფარგლებში მიმოიხილა ლიანა ღუღუნიშვილმა- სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონულმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში; დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა წარმოადგინა ფორუმ-თეატრი თემაზე „გენდერული უთანასწორობა“. წარმატებულ კლუბებს, მოსწ.თვითმმართველობსა და სამოქალაქოს მასწავლებლებს გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო პრიზები.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა და პროგრამის მონაწილეებს მიულოცა სიქას დამფუძნებელმა, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორმა პავლე თვალიაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის პარტნიორი რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და ბიზნესის წარმომადგენლები.

No comments:

Post a Comment