Wednesday, May 30, 2018

სიქას ორგანიზებით მოსწავლეები შეხვდნენ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს


22 მაისს, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სიქას ორგანიზებით მოეწყო საქართველოს სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლების მარიამ გვიდიანისა და მურად გუსეინოვის შეხვედრა მოსწავლეებთან. ღონისძიება გაიმართა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და დაესწრნენ მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. შეხვედრის თემა იყო ტრეფიკინგი და სახალხო დამცველის ოფისის მიერ გაწეული საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.


მარიამ გვიდიანმა მიმოიხილა ტრეფიკინგის ფორმები, მოსწავლეებს გააცნო სტატისტიკური მონაცემები და მოიყვანა მაგალითები, რაზეც სახალხო დამცველმა მოამზადა რეკომენდაცია ან წინადადება სახელმწიფოს შესაბამისი უწყებებისთვის. ომბუდსმენის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა იმ სერვისების შესახებ, რასაც სახელმწიფო სთავაზობს ტრეფიკინგის მსხვერპლს. აღინიშნა, რომ საქართველოში სიმწვავის მიხედვით გამოარჩევენ ტრეფიკინგის ორ ფორმას: სექსულურს და შრომითს, რა მიმართულებითაც ემიგრაციის შემთხვევები იმიგრაციის შემთხვევებს საგრძნობლად აღემატება.
შეხვედრის დასარულს გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა ისაუბრეს მათ დამოკიდებულებაზე ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობისადმი და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები ძალიან საინტერესოა ახალგაზრდებისთვის, რადგან პირველი წყაროდან იღებენ ინფორმაციებს მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე.

No comments:

Post a Comment