Wednesday, February 25, 2015

მოსწავლეები ფოტოგრაფთა ასოციაციის ფოტოგრაფებს შეხვდნენ

17 თებერვალს პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში სიქა-ს ორგანიზებით, "მზეკაბანის", "ჩირაღდნის", "რუსთველის",  რუსთავის #6 და ახალი სამგორის სამიზნე სკოლების მოსწავლეები საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს კახა ფხაკაძეს და გამგეობის წევრს ნინო მღებრიშვილს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ ფოტო სამოყვარულო კამერით გამართული ფოტოს გადაღების ხერხებს,  რა დეტალებს უნდა მიექცეს ყურადღება ფოტოს გადაღების დროს, რომ ფოტომ ამბის გადმოცემა შეძლოს.
შეხვედრაზე ფოტოგრაფებმა ისაუბრეს კარგი ფოტოს მნიშვნელობაზე   განსხვავებული სიტუაციების მიხედვით.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი პრაქტიკულ რჩევებს დაეთმო. მოწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს აუხსნეს როგორ უნდა აეწყოს  კომპოზიცია, რითი განსხვავდება ჩვეულებრივი ფოტო რეპორტაჟის ფოტოსაგან, როგორ გადაიღონ  გამართული ფოტო. 
მოსწავლეებმა საკუთარი სამოყვარულო კამერებით შეხვედრაზევე გადაიღეს ფოტოები და მოწვეული ფოტოგრაფებისგან კონკრეტული მითითებები მიიღეს .
ცოტნე მძელური, ახალი სამგორის სკოლა, მე-10 კლასის  მოსწავლე:  - სამოყვარულო კამერა მაქვს და მეგონა ასეთი აპარატით ნორმალური ფოტოები არ გამოვიდოდა, ამიტომ ყოველთვის  დაუკვირვებლად ვიღებდი ფოტოებს. შეხვედრაზე ბევრი საინტერესო დეტალი გავიგე და აუცილებლად გამოვიყენებ ფოტოების გადაღების დროს.
შეხვედრას რუსთავისა და ახალი სამგორის სკოლების 17 მოსწავლე და  3 მასწავლებელი დაესწრო.

No comments:

Post a Comment