Monday, February 2, 2015

სიქა-ს ორგანიზებით შედგა მოსწავლეების ვიზიტი რუსთავის იუსტიციის სახლში

30 იანვარს,  პროგრამის ,,მომავლის თაობა“  ფარგლებში სიქა-ს ორგანიზებით შედგა ქ.რუსთავის და ახალი სამგორის პროგრამის პარტნიორი სკოლების IX-X კლასელი მოსწავლეების ვიზიტი ქ.რუსთავის იუსტიციის სახლში.
მოსწავლეებს რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერმა ლანა წულაიამ უმასპინძლა და სტუმრებს იუსტიციის სახლის მუშაობის პრინციპი გააცნო. ვიზიტორებმა გაიგეს  რა არის იუსტიციის სახლის დანიშნულება და დაინახეს თუ რა  კავშირშია იუსტიციის სახლი მოქალაქესთან.

მოსწავლეებმა მოინახულეს იუსტიციის სახლში არსებული ყველა სივრცე, შიდა ოფისების ჩათვლით. აგრეთვე მათ ჰქონდათ საშუალება უშუალოდ ენახათ ეს ყველაფერი მუშაობის პროცესში, და აქვე მიეღოთ პასუხი საკითხთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე.
პროგრამა „მომავლის თაობა“ ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაძლიერებას სკოლებში,  მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიულ ზრდას.
პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

No comments:

Post a Comment