20 ოქტომბერს, სიქას საერთაშორისო UWC DILIJAN კოლეჯის სტუდენტები ესტუმრნენ. სტუდენტების ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი 17-18 წლის ახალგაზრდებისგან, რომლებიც უკვე მეორე წელია სწავლობენ აღნიშნულ კოლეჯში.
სიქას წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცენს ორგანიზაციის მისია, მიმდინარე და განხორციელებულ პროექტები.
სტუდენტთა ჯგუფი განსაკუთრებულად დაინტერესდა რეგიონში არსებული ეთნიკური მრავალფეროვნებით და ორგანიზაციის საქმიანობის იმ ასპექტებით, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებთან მუშაობას ეხება. სიქას წარმომადგენლება სტუმრებს გაუზიარეს ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობის გამოცდილება და უპასუხეს მათ შეკითხვებს. მოგვიანებით უცხოელ სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა თავად შეხვედროდნენ და ესაუბრათ საქართველოში მცხოვრებ სომეხ და აზერბაიჯანელ უფროსკლასელებს გარდაბნის #4 საჯარო სკოლაში. ახალგაზრდებმა ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობებზე, გაუზიარეს ერთმანეთს სამომავლო გეგმები სწავლის გაგრძელებასა და მომავალი პროფესიის არჩევაზე.
შეხვედრას ინტერკულტურული ხასიათს ატარებდა, მასში მონაწილეობდა 15 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი. მოსწავლეებს მიეცათ ინგლისური ენაზე საუბრის შესაძლებლობა, შეხვედრის სამუშაო ენა ძირითადად ინგლისური იყო.შეხვედრას ესწრებოდნენ გარდაბნის # 4 სკოლის აზერბაიჯანელი და სომეხი ეთნოსის უფროსკლასელი მოსწავლეები.
No comments:
Post a Comment