29 ოქტომბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები და მეურვე გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა ჩატარდა სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით, პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ აღნიშნული სამსახურის უფროსი ჯანსუღ დადეშქელიანი, ინფრასტრუქტურის მშენებლობის განყოფილების უფროსი ბექა ჟღენტი, მთავარი სპეციალისტები გიორგი ჭეილიძე და ირმა მამედოვი, წამყვანი სპეციალისტები შალვა მუშკუდიანი და ნინა გაბრაშვილი. შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა. სამოქალაქო კლუბის წევრები გამგეობის წარმომადგენლებს ესაუბრნენ მათ სოფელსა და თემში არსებულ პრობლემებზე. მათ ყურადღება გაამახვილეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერებისა და ასევე სატრანსპორტო გაჩერების კეთილმოწყობის აუცილებლობზე. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსისგან პირობა მიიღეს რომ მათ მიერ წამოჭრილი პრობლემები ახალი საბიუჯეტო წლის განმავლობში აუცილებლად მოგვარდება. შეხვედრაზე გარდაბნის გამგეობის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს 2016 წლისათვის მათ სოფელში დაგეგმილი პროექტები. ასევე მადლობა გადაუხადეს აქტიური მოქალაქეობისა და ჩართულობისათვის.
სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში
No comments:
Post a Comment