Monday, December 21, 2015

სიქა-ს ორგანიზებით გაიმართა ამხანაგური შეხვედრა თელეთისა და ქეშალოს საჯარო სკოლების საფეხბურთო გუნდებს შორის


20 დეკემბერს სიქას ორგანიზებით გაიმართა ამხანაგური შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლების საფეხბურთო გუნდებს შორის. 
ამხანაგური თამაშის ინიციატივა ეკუთვნოდა თელეთისა და ქეშალოს სკოლების სამოქალაქო კლუბებს. 
მატჩი ჩატარდა სოფელ თელეთის ტერიტორიაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონზე, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის მხარდაჭერით. 
გუნდებმა ითამაშეს 35-35 წუთიანი 2 ტაიმი. თამაში თელეთის საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 5-1 დასრულდა.
მატჩში მონაწილე ფეხბურთელებს საჩუქრად გადაეცათ პროგრამის „მომავლის თაობა“ მაისურები და საახალწლო მისალოცი ბარათები. გუნდები ასევე დაჯილდოვდნენ მონაწილეობის დამადასტურებელი სიგელებით. სკოლებს გადაეცათ თითო ფეხბურთის ბურთი, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ვარჯიშის გაგრძელება და უკეთ მოემზადონ მომავალში მსგავსი თამაშებისთვის. ასევე სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ სკოლების ფიზკულტურის მასწავლებლები და მატჩის სხვა მხარდამჭერები.
ეს ამხანაგური თამაში მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მათ წახალისებას იყვნენ მეტად სპორტულები, ჯანმრთელები და წარმატებულები.

No comments:

Post a Comment