სიქას ორგანიზებით, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, 5 ნოემბერს რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები რუსთავის საკრებულოს დარბაზში ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელს გიგა ჯღარკავას შეხვდნენ.
შეხვედრის პირველი ნაწილი ცენტრის საქმიანობის გაცნობას დაეთმო, რის შემდეგაც კონკრეტული ინიციატივების განხილვა დაიწყო. ახალგაზრდებმა ცენტრის ხელმძღვანელს მათთვის აქტუალური ინიციატივები, იდეები და პრობლემები წარუდგინეს.ცენტრის ხელმძღვანელის დახმარებით მოსწავლეების კონკრეტული იდეები განსახორციელებელ აქტივობებად გადაიქცა. რუსთავის #6 საჯარო სკოლის მოსწავლის ინიციატივით, უახლოეს დღეებში მკითხველთა კლუბი ჩამოყალიბდება, რომელიც კვირაში ერთხელ ახალგაზრდებს უმასპინძლებს და მათთვის საინტერესო წიგნების განხილვა მოეწყობა. ახალგაზრდობის ცენტრი მწერლებთან, წიგნების ავტორებსა და პოეტებთან ითანამშრომლებენ და კლუბის შეხვედრებზე მოიწვევენ. კერძო სკოლა „მზეკაბანის“ მოსწავლის ინიციატივით,
უსახლკარო ბავშვთა ცენტრისთვის საქველმოქმედო აქცია მოეწყობა. ახალგაზრდობის ცენტრი მოსწავლეებს მათთან კონტაქტში და ინფორმაციის გავრცელებაში დაეხმარება. კერძო სკოლის „რეცა“ მოსწავლეები ქალაქის მთავარ ქუჩაზე არსებული ღილიკიანი შუქნიშნების შეკეთებაზე იზრუნებენ, ცენტრის ხელმძღვანელი კი მოსწავლეებს შესაბამის სამსახურთან უშუამდგომლებს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქალაქის გარემოს დაცვისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხები. გიგა ჯღარკავამ ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა ინიციატივებისთვის და კიდევ ერთელ შეახსენა აქტიური მოქალაქის როლის მნიშვნელობა.
შეხვედრის ბოლოს მოსწავლები და ცენტრის ხელმძღვანელი კონკრეტულ თარიღებზე შეთანხმდნენ, როდის დაიწყებენ იდეების განხორციელებას.
სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება ორგანიზაცია PH International მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

No comments:
Post a Comment