Wednesday, November 11, 2015

ბოლნისელი და დმანისელი მოსწავლეები რეჟისორსა და მუსიკოსს ლაშა ნოზაძეს შეხვდნენ


სიქა-ს ორგანიზებით სამოქალაქო განათლებლის პროგრამის „მომავლის თაობა" ფარგლებში ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები რეჟისორსა და მუსიკოსს ლაშა ნოზაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუმარმა მიზნის მიღწევაზე ისაუბრა, ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მოუწოდა, არ იფიქრონ იმაზე, რომ პატარა სოფლებიდან თუ ქალაქებიდან არიან და ამის გამო უარი არ თქვან საკუთარ მიზნებსა და მისწრაფებებზე. მათთან მსჯელობითვე დაანახა მოსწავლეებს, რომ მიზნის მისაღწევად მთავარი რწმენა და მონდომებაა. მოსწავლეებმა სტუმარს საკუთარი უახლოესი და სამომავლო მიზნებიც გაუზიარეს.
შეხვედის მიწურულს, ბოლნისის თეატრზე საუბრისას აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების უმრავლესობა ვერ ახერხებს თეატრში სიარულს.
ლაშა ნოზაძემ მოსწავლეებს მოუწოდა ყოველთვის ღიად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და აიღონ ინიციატივა, შეცვალონ მათ გარშემო არსებული რეალობა მათივე სასიკეთოდ. 
რეჟისორი ახალგაზრდებს დაპირდა, რომ თეატრთან უშუამდგომლებს და მის სპექტაკლზე უფასო ბილეთებს გამოყოფოს. სპექტაკლის ბოლოს კი მათთან ერთად მოაწყობს დისკუსიასა და განხილვას.
შეხვედრას სოფ. მაშავერას, დისველის, დიდი დმანისის, ბოლნისის #2 საჯასო სკოლის და კერძო სკოლა „დავითიანის" მოსწავლეები და მასწავლებლები დაესწრნენ.
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება ორგანიზაციის „პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში“ (PH International) მიერ. პროგრამის მიზანია სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხის გაუმჯობესება და ახალგაზრდების მონაწილეობის გააქტიურება დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

No comments:

Post a Comment