4-7 მაისს სიქა-ს წარმომადგენლებმა საინფრმაციო შეხვედრები მოაწყვეს მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში. პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში ვიზიტები შედგა ილმაზლოს, ქეშალოს, კირაჩმუღანლოს, თაქალოს, ყარათაკლიისა და ახალი სამგორის სკოლებში, სადაც მე-9 და მე-10 კლასელებს ისაუბრეს მიმდინარე და მომავალი კონკურსების, საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებული აქციების შესახებ.
პროგრამა „მომავლის
თაობა“ ხორციელდება ორგანიზაციის „პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში“ (PH International) მიერ.
პროგრამის მიზანია სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხის გაუმჯობესება
და ახალგაზრდების მონაწილეობის გააქტიურება დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის
პროცესში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მხარდაჭერით. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.
No comments:
Post a Comment