6 ივნისს,
სიქას
ორგანიზებით,
მარნეულის
დემოკრატიული
ჩართულობის
ცენტრში,
სამოქალაქო
განათლების
პროგრამის
„მომავლის
თაობა“
ფარგლებში,
2019 წლის პირველი
ნახევრის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროგრამის დირექტორმა ქვემო
ქართლში წარადგინა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“
მიზნები და
დაგეგმილი აქტივობები, ასევე მიმოიხილა პროგრამის გავლილი
ეტაპები. პროგრამის მონაწილე სკოლების მოსწავლეებმა და
სამოქალაქო კლუბების წევრებმა, ქვემო ქართლის
რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან დამსწრეთ გააცნეს
გასული პერიოდის განმავლობაში მათ
მიერ განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები. დასასრულს მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფორუმ
თეატრი ბავშვზე
ძალადობის თემაზე.
წარმატებულ სკოლებსა და
კლუბის მეურვეს
გადაეცათ სიგელები.
ღონისძიებას დაესწრო
სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა"
დირექტორი მარინა
უშვერიძე, რომელიც გაეცნო
პროგრამის მიმდინარეობას რეგიონში. ფოტო
No comments:
Post a Comment