Sunday, March 26, 2017

შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენთან


სიქა-ს ორგანიზებით,16 მარტს პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანელ ძიუდოისტთან, საქართველოს ჩემპიონთან და საერთაშორისო ტურნირების წარმატებულ მონაწილესთან - სამათ ალიევთან და მარნეულის სპორტული სკოლის წარმომადგენელთან - დავით ნაზღაიძესთან.

შეხვედრას დაესწრნენ პროექტის - "ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე" ავტორები და სხვა მოსწავლეები ქვემო სარალის, ზემო სარალის, შაუმიანისა და ჯავშანიანის საჯარო სკოლებიდან. სამათმა აზერბაიჯანულ ენაზე ისაუბრა წარმატების მისაღწევად მის მიერ განვლილ გზაზე, სპორტის ადგილზე მის ცხოვრებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე და მის სამომავლო გეგმებზე. 
სპორტ სკოლის წარმომადგენელმა, ბატონმა დავითმა მოსწავლეებს გააცნო ის შესაძლებლობები, რომელსაც მარნეულის სპორტ სკოლა სთავაზობს ახალგაზრდებს. ისაუბრა სხვადასხვა სპორტის სახეობებზე, რომელთა დაუფლებაც მათ სკოლაში არის შესაძლებელი და უფასო სპორტულ წრეებზე.
შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე მოსწავლემ გამოამჟღავნა ინტერესი სხვადასხვა სპორტული სახეობების მიმართ და იკითხა, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა მათი სოფლებიდან მარნეულში სიარული, რათა გაერთიანებულიყვნენ რომელიმე სპორტის კლუბში. ამაზე ბატონმა დავითმა უპასუხა, რომ უკვე არსებობდა პრეცენდენტი, როდესაც კონკრეტულ სოფელს გამოუყვეს ტრანსპორტი, რათა დაინტერესებულ ახალგაზრდებს ფინანსური და ტრანსპორტის პრობლემების გამო უარი არ ეთქვათ ვარჯიშსა და საყვარელი სპორტის სახეობაზე. ამგვარად შეხვედრის მონაწილეები დარწმუნდნენ, რომ ჯანსაღი და სპორტული ცხოვრებისათვის უმთავრესია მონდომება, შემდეგ კი ყველანაირი რესურსის გამონახვა შესაძლებელია.

No comments:

Post a Comment