9-20 ოქტომბერს, სიქას ორგანიზებით საქართველოს 10 რეგიონის 72 სკოლაში ჩატარდა იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნები U18 ფორმატით. სამოქალაქო განათლების მასწავლებლების დახმარებით მოსწავლეებმა განიხილეს საარჩევნო სუბიექტების პროგრამები, მოაწყვეს დებატები და დისკუსიები პროგრამების ძირითად მიმართულებებზე, პროგრამების ძლიერ და სუსტ მხარეებზე. პროგრამების საფუძველზე მოხდა ანონიმური საარჩევნო სუბიექტებისათვის ხმის მიცემა, ახალგაზრდულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 7ათასმა 18 წლამდე ახალგაზრდამ. აქტივობები განხორციელდა საერთაშორისო პროექტის „მეტი შეგვიძლია! - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპაში“, რომელსაც გერმანულ ორგანიზაციასთან DRA ერთად საქართველოში სიქა ახორციელებს.
No comments:
Post a Comment