3-4 სექტემბერს სიქამ ორგანიზება გაუკეთა სამუშაო შეხვედრას თბილისში U18 პროგრამის ფარგლებში. პროექტი "მეტი შეგიძლია - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში" - ახალი პროექტია, რომელსაც საქართველოში სიქა წარმოადგენს. პროექტში ჩართულია საქართველოს 10 რეგიონი. თბილისში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო სამოქალაქო განათლების პედაგოგები თბილისის, ქვემო ქართლის, კახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის საჯარო სკოლებიდან, გერმანელმა ექსპერტმა ნორა კორტემ მონაწილეებს გააცნო პროგრამა U18 მიზნები, ისტორია და განხორციელების მეთოდები. პედაგოგებმა იმსჯელეს U18 მეთოდით იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების საქართველოში ჩატარების შესაძლებლობებზე, წარმოადგინეს კონკრეტული გეგმები საპროექტო აქტივობების ორგანიზებისათვის.
No comments:
Post a Comment