Friday, May 31, 2013

„ნიჭიერების ფესტივალი“ დაიწყო

„ნიჭიერების ფესტივალი“ ეს არის პროექტი, რომელიც დაიწერა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში 27 აპრილს რუსთავში გამართული ახალგაზრდული ფორუმის ერთ-ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ.  
ფესტივალის მიზანია, რუსთავში მცხოვრებ ახალგაზრდობას მიეცეს საკუთარი ნიჭის რეალიზების შანსი და თავისუფალი დროის პროდუქტიულად გატარების შესაძლებლობა.
„“ნიჭიერების ფესტივალი“ ხორციელდება ქ.რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში არსებულ „ბარ-რესტორან შარკში“ 30-31მაისსა და 1 ივნისს, 16:00-19:00 სთ.
ღონისძიება 3 დღიანია და თითოელი დღე სხვადასხვა თემატიკით არის დატვირთული. 
30 მაისს მოეწყობა სურათებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ასევე ახალგაზრდები წარმოარჩენენ ცეკვის ნიჭს.
31 მაისს მოეწყობა ლიტერატურული საღამო და იუმორისტული სკეტჩები.
1 ივნისი მთლიანად მუსიკას დაეთმობა, მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე - ბენდები.

ახალგაზრდული ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამას ქვემო ქართლის რეგიონში ახორციელებს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია. 

პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გაააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. https://www.facebook.com/events/181492728681185/181500635347061/?notif_t=plan_mall_activity

Monday, May 27, 2013

შეხვედრა დათო ტურაშვილთან

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში 25 მაისს სიქა-მ ორგანიზება გაუწია სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრთა შეხვედრას  მწერალ დათო ტურაშვილთან. შეხვედრა მოწვეულ სტუმართან საინტერესო გამოდგა. მწერალმა ისაუბრა წიგნიერების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე, თუ რამდენად აუცილებელია პიროვნების ზრდისთვის წიგნის კითხვა და ამ პროცესის ყოველდღიურ ქცევაში დანერგვა.
ახალგაზრდები დიდი ინტერესით უსვამდნენ შეკითხვებს მწერალს, მისივე შემოქმედებიდან. მწერალი ძალიან უშუალო იყო აუდიტორიის მიმართ. შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებმა შეიძინეს მისი წიგნები და ავტოგრაფებიც მიიღეს საჩუქრად.
შეხვედრის ბოლოს დასმულ შეკითხვაზე: დაესახელებინათ 1 კონკრეტული რამ, რაც ასწავლათ ამ შეხვედრამ, მონაწილეებმა შემდეგნაირად უპასუხეს:
„წიგნისადმი გამიჩინა უფრო მეტი ინტერესი“ - პაატა ცაბუტაშვილი რუსთავის #12 საჯარო სკოლა.
„ვეცადოთ ვიყოთ თავისუფლები და მხოლოდ ამის შემდეგ არ შეგვეშინდება არაფრის, თავისუფლების წყარო კი წიგნი და განათლებაა“ - ანა სანაია რუსთავის #20 საჯარო სკოლა.
„დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ წიგნების კითხვას ადამიანისთვის  სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“- ელენე გოგიძე რუსთავის #20 საჯარო სკოლა.

შეხვედრას დაესწრო, ბოლნისის, კაზრეთის და რუსთავის სკოლების 60-მდე მოსწავლე.

Monday, May 20, 2013

შეხვედრა გიორგი მოსიძესთან

15 მაისს სიქა-მ ორგანიზება გაუკეთა სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრების შეხვედრას გადაცემა "რა, სად, როდის" ავტორთან გიორგი მოსიძესთან. ღონისძიება მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის  სამიზნე სკოლების 60-ზე მეტი წევრი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. საინტერესო შეხვედრაზე ბატონმა გიორგიმ არაერთხელ გააჟღერა შეხვედრის უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი სწავლით და დაუზარელი შრომით შესაძლებელია საკუთარი ღირსეული ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში, წარმატების მიღწევა საქმიანობებში. 

Monday, May 13, 2013

საერთაშორისო ბანაკი შოტლადიაში

3 მაისს სიქა-ს, CISV საქართველოსა და EMT-ის პროგრამების მონაწილეებისაგან დაკომპლექტებული 15 კაციანი დელეგაცია შოტლანდიაში გაემგზავრა საერთაშორისო ბანაკში. ჯგუფი დიდ ბრიტანეთში 12 დღე გაჩერდება. ეს კიდევ ერთი საერთაშორისო პროექტია, რომელშიც ახალგაზრდებს განვითარების საშუალებას ვაძლევთ. პროექტის ორგანიზატორია შოტლანდიური ორგანიზაცია STAND, დამფინანსებელი British Council.