Monday, June 30, 2014

სიქა-მ კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველო" 6 წევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

30 ივნისს სიქა- კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველო" 6 წევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქართულ კოალიციაშიგანათლება ყველასათვის - საქართველოშიშემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

Sunday, June 29, 2014

სიქა-ს მოხალისეები შეუერთნენ საქველმოქმედო აქციას "მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად 2014"

სიქა-ს მოხალისეები შეუერთდნენ საქველმოქმედო აქციას "საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად 2014", რომელიც მოეწყო თბილისში კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 29 ივნისს. აქციის ორგანიზატორები იყვნენ ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი "ჰერა", აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამა - შენარჩუნება (USAID SUSTAIN) და სიუზან კომენის ფონდი.  მარათონის მიზანი იყო ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაცია. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გარბენი 2 და 5 კმ-ზე. სიქა-მ თავისი მონაწილეობით მხარი დაუჭირა ღონისძიების მიზანს - ძუძუს კიბოს პრევენციას. 

Thursday, June 26, 2014

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა დასრულდა

26 ივნისს, თბილისში, კრწანისის რეზიდენციის კომპლექსში, PH International-ის ორგანიზებით გაიმართა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ დასკვნითი ღონისძიება, რომელსაც სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ პროგრამაში ჩართული სკოლებისა და პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს 11 რეგიონიდან, მათ შორის სიქა- პროგრამის პარტნიორი ქვემო ქართლის რეგიონში.


პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ მიმოიხილა პროგრამის 4-წლიანი შედეგები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნულ სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაზემ ისაუბრა სამინისტროს დამოკიდებულებაზე სამოქალაქო განათლების მიმართ და პროგრამის მხარდაჭერაზე. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილემ, დევიდ სტოუნჰილმა ისაუბრა სააგენტოს შეხედულებაზე სამოქალაქო განათლების პროგრამის მიმართ. სამოქალაქო კლუბებმა წარმოადგინეს პრეზენტაციების სახით:

პროექტ "მოხალისეობის ქსელის" ფარგლებში სიქა-ში ჩატარდა ტრენინგი მოხალისეობის შესახებ

20 ივნისს სიქას მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ორგანიზაცია "ბორჯღალის" წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებთან ჩაატარეს ტრენინგი მოხალისეობის შესახებ. მათ ერთად განიხილეს ამ საქმიანობის პერსპექტივა და იდეები, რამაც შეიძლება კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ამ სფეროს პოპულარიზაციას საქართველოში. სულ მალე გამოცხადდება მიღება ვიდეო რგოლებისა, რომელის მიზანიც იქნება მოხალისეობრივი საქმიანობით ადამიანების დაინტერესება.

სიქა  არის პარტნიორი ორგანიზაცია ქვემო ქართლლში () ბორჯღალისა“, რომელიც ახორციელებსაღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისმიერ დაფინანსებულ პროექტსმოხალისეობის ქსელი“. 
მოხალისეობის ქსელი წარმოადგენს, მოხალისეობის თემით დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის რეგიონთაშორისო ფორმატს, რომლის მისიაა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის დონის გაზრდა ახალგზრდულ სექტორში მოხაისეობის კულტურისა და პრაქტიკის განვითარების გზით.

Monday, June 23, 2014

სიქა-ს მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს აქცია "ერთი კვირა პოლიეთილენის პარკის გარეშე" შემაჯამებელ ეკოაქციაში

22 ივნისს მოეწყო აქციის "ერთი კვირა პოლიეთილენის პარკის გარეშე" შემაჯამებელი ეკოაქცია, რომელშიც სიქა-ს მოხალისეებმაც მიიღეს მონაწილეობა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქ.მცხეთაში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორია. 60-მდე გარემოსდმაცველის მიერ შეგროვდა 116 ტომარა ნარჩენი. იხილეთ ფოტოები
აქცია "ერთი კვირა პოლიეთილენის პარკის გარეშე" ჩატარდა დიანა ვარდანაშვილის ხელმძღვანელობით, EMT -განათლებისა და მართვის გუნდისა და  სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის მონაწილეობით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით. კვირეულის მსვლელობაში საერთო ჯამში 2700 ადამიანი ჩაერთო. აქციის ორგანიზატორები დიდ მადლობას უხდიან თბილისის ზოოპარკს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარეს რატი ჯაფარიძეს, რადიო პოზიტივს, პირველი რადიოს პიკის საათს, ფოლკ რადიოს, რადიო უცნობს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, რუსთავი-2, GDS და მაესტროს.

Saturday, June 21, 2014

სიქარტის გუნდმა მსოფლიო მუსიკის დღე რუსთავის ცენტრში მასშტაბურად აღნიშნა

21 ივნისს რუსთავში სიქა -საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის არტ მიმართულება - SiqArt-ის ორგანიზებით მოეწყო მუსიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება World Wide Music Day, რომლის მიზანი იყო რუსთაველ მოსახლეობაში ტალანტების აღმოჩენა და მათი საზოგადოებისთვის გაცნობა. აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს რუსთაველმა ახალგაზრდებმა , რომლებიც საკუთარი შემოქმედებით წარსდგენ მაყურებლების წინაშე: შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები, სიქას მოხალისეები ენერჯაიზერებით ახალისებდნენ ახალგაზრდებს. ღონისძიებით კმაყოფილები დარჩნენ მონაწილეები და მაყურებლები და აღნიშნეს, რომ მსგავსი აქტივობები საჭიროა ქალაქისთვის.
ეს იყო "სიქარტის" პირველი ღონისძიება და იგი მომავალშიც მრავალ საინტერესო აქტივობას შესთავაზებს რუსთაველ ახალგაზრდებს.

Friday, June 20, 2014

სიქა გიწვევთ აქციაზე "World Wide Music Day!"


21 ივნისს, შაბათს, 18:00 საათზე რუსთავის მერიის მოედანზე სიქა -საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის არტ მიმართულება - SiqArt გიწვევთ ყველას: მუსიკალურ ჯგუფებს, მუსიკოსებს, ხელოვნების მოყვარულებს, შემოგვიერთდით და ერთად აღვნიშნოთ World Wide Music Day!
World Wide Music Day საფუძველი საფრანგეთში ჩაეყარა, მისი მიზანი იყო მუსიკის, ხელოვნების მოყვარულთათვის შეექმნა ხელსაყრელი გარემო, რათა მათი შემოქმედება უფრო მასშტაბური გამხდარიყო.
დღეს უკვე World Wide Music Day მსოფლიოს 460 ქალაქში ერთდროულად აღინიშნება. სიქა 2012 წელს შეუერთდა ამ ღონისძიებას მასშტაბური აქციით MuSIQucha. 
ღონისძიების მიზანია რუსთაველ მოსახლეობაში ტალანტების აღმოჩენა და მათი საზოგადოებისთვის გაცნობა.
თუ მღერით, ცეკვავთ, ხატავთ ან ლექსებს წერთ - შეავსეთ ქვემოთ მითითებული აპლიკაცია-

Tuesday, June 17, 2014

სიქა-ს ახალგაზრდა მოხალისეების წარმატებული მუშაობა საპილოტე პროექტში „სასკოლო ახალგაზრდული სამუშაოს დანერგვა საქართველოში“

პროექტი „სასკოლო ახალგაზრდული სამუშაოს დანერგვა საქართველოში“ წარმოადგენს მსოფლიო ბანკის ჯგუფის „ახალგაზრდული ხმები - საქართველოს“  (Youth Voices Georgia) საპილოტე პროექტს, რომელიც 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს 4 ქალაქში - ახალციხე, გორი, რუსთავი, საგარეჯო. პროექტი ფოკუსირებული იყო სასკოლო არაფორმალური განათლების განვითარებაზე და მიზნად ისახავდა არაფორმალური და ფორმალური განათლების სკოლის დონეზე ინტეგრაციის ხელშეწყობას და არსებული პრაქტიკის ევროპულ მიდგომებთან შესაბამისობაში მოყვანა. პროექტის ფარგლებში შეირჩა ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების 9 წარმომადგენელი, რომელთაც ჰქონდათ ახალგაზრდებთან მუშოაბის გარკვეული გამოცდილება და საბაზო კომპეტენციები. მათ შორის მოხვდნენ სიქა-ს ახალგაზრდა მოხალისეები თამუნა ქურდაძე და ნიკა გაბათაშვილი, რომლებიც, როგორც ახალგაზრდული მუშაკები, ფასილიტაციას უწევდნენ პროექტის საპილოტე რუსთავის #20 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბებულ ახალგაზრდულ კლუბს. მენტორების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა მოსწავლეებში ინტერესებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება და პროგრამის თემატიკის განვითარება კლუბის წევრების პრიორიტეტების შესაბამისად.

კვირეული „ერთი კვირა პოლიეთილენის პარკის გარეშე“ 22 ივნისამდე გაგრძელდება

16 ივნისს გაიხნა კვირეულიერთი კვირა პოლიეთილენის პარკის გარეშერომელიც 22 ივნისამდე გაგრძელდება
კვირეული თბილისის ზოოპარკში გაიხსა. მთელი დღის განმავლობაში აქციის ორგანიზატორებმა დაინტერესებული პირებისთვის ჩაატარეს ვორქშოფები თუ როგორ უნდა მოვქსოვოთ მეორადი პოლიეთილენის პარკებისგან ჩანთა, რომელიც პროდუქტების შეძენისას ახალ პოლიეთილენის პარკებს ჩაანაცვლებს
აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას მოუწოდებენ, შევამციროთ პოლიეთილენის პარკების მოხმარება და ამ გზით ვიზრუნოთ გარემოზე
შუა დღეს აქციას შეუერთდა გარემოსა და ბინებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ქალბატონი ხათუნა გოგალაძე, რომელიც აქციის მიმდინარეობას გაეცნო და ორგანიზატორებს მხარდაჭერა გამოუცხადა

Saturday, June 14, 2014

სიქა-ს ორგანიზებით ეწყობა აქცია: "ერთი კვირა პოლიეთილენის პარკის გარეშე"

სიქა ერთ-ერთი ორგანიზატორია აქციისა "ერთი კვირა პოლიეთილენის პარკის გარეშე" და მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ.

16 ივნისიდან 22 ივნისამდე ყველაფერს ვყიდულობთ პოლიეთილენის პარკის გარეშე. შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე ნაყიდი პოლიეთილენის პარკები, მაგრამ გთხოვთ ნუ შეიძენთ ახალს. 
მხარი დავუჭიროთ ამ მნიშვნელოვან წამოწყებას, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება.
გაქვს კითხვა თუ რატომ??? 

...იხილე ვიდეო 
http://www.youtube.com/watch?v=GLgh9h2ePYw

Thursday, June 12, 2014

სიქა-მ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციის მონაწილე მოსწავლეებს

11 ივნისს სიქა- ოფისიდან რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები ჩაერთვნენ ონლაინ კონფერენციაში, რომლის სტუმარი იყო ცნობილი ტელეჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილიკონფერენციის თემა იყო  სოციალური საკითხების გაშუქება მედიაში, მედიის როლი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში და სხვა მედია/ჟურნალისტიკასთან დაკავშირებული საკითხები. - ნინო ძალიან საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა, ამომწურავად პასუხობდა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებზე, რომლებიც ეხებოდა მოქალაქეობრივ პოზიციას, ფასეულობებს, დემოკრატიას, ჟურნალისტის პროფესიულ უნარ-ჩვევებს და ..  
ონლაინ კონფერენცია, რომელშიც საქართველოს 11 რეგიონის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მოეწყო PH Intarnational-ის ორგანიზებით "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში. 


Tuesday, June 10, 2014

სიქა-ს ახალგაზრდული კლუბის „უნარები პროფესიული წარმატებისათვის“ მე-5 სეზონი დასრულდა

9 ივნისს დასრულდა სიქა- ახალგაზრდული კლუბისუნარები პროფესიული წარმატებისათვისმე-5 სეზონი. 3 თვის განმავლობაში ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები კომუნიკაციაში, კონფლიქტების მართვაში, საჯარო გამოსვლებსა და დებატებში. რუსთაველმა და თბილისელმა სტუდენტებმა საკლუბო მუშაობის განმავლობაში აიმაღლეს პიროვნული კომპეტენციები, შეიძინეს საპრეზენტაციო უნარები, რაც დაეხმარება მათ დასაქმებაში. ახალგაზრდების მიერ კლუბის განმავლობაში ორგანიზებული იქნა რამდენიმე სათემო და გასვლითი აქტივობა. კლუბის რამდენიმე წევრი შერჩეული იქნა მონაწილეებად საერთაშორისო პროექტებში. კლუბის კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.
კლუბის მე-6 სეზონი სექტემბრიდან დაიწყება.


Monday, June 9, 2014

სიქა-ს ახალგაზრდა მოხალისეთა გუნდმა მონაწილეობა მიიღო პროექტში „ეკოფოტო“

სიქა- ახალგაზრდა მოხალისეთა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამისახალგაზრდობა მოქმედებაში“ YIA (Youth In Action) პროექტშიეკოფოტო“ – “EcoPhoto”, რომელიც სტეფანავანში, სომხეთი, 30 მაისი-7 ივნისი მიმდინარეობდაპროექტში მონაწილეობდა 8 ქვეყნის (დიდი ბრიტანეთი, იტალია, უნგრეთი, ჩეხეთი, სომხეთი, საქართველო, ბელორუსია) 40- მდე ახალგაზრდა.
პროექტის მიმდინარეობისას ახალგაზრდებმა იმსჯელეს გლობალურ გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ გამომწვევებზე, თუ რა გავლენას ახდენს იგი ქვეყნებზე და ერთობლივად რა ინსტრუმენტები შეიძლება შეიმუშაონ ადგილობრივ თემებში ცნობიერების ამაღლებისათვის. ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ახალი ცოდნა-უნარების გამომუშავება გარემოს, წყლის და მდგრადი განვითარების საკითხებზე, რის შედეგადაც შეძლებენ ადვოკატირება გაუწიონ ადგილობრივ გარემოსდაცვით პრობლემებს
პროექტის მონაწილეებს ასევე ჩაუტარდათ ტრენინგები და ვორკშოპები ფოტოს გადაღებასთან დაკავშირებით. მათ სტეფანავანში გადაიღეს ფოტოები და დასასრულს ერევანში მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელზეც გამოვლენილი საუკეთესო ფოტოები იქნა გამოფენილი. გამოფენას გახსნის დღესვე მრავალი ვიზიტორი ჰყავდა. ფოტოები ერთი კვირის განმავლობაში დარჩება მუზეუმში
პროექტში სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი მონაწილეების ჩართულობის დონე და ინტერესი ძალიან მაღალი იყო. იგეგმება მსგავსი გამოფენების ორგანიზება მონაწილე შვიდივე ყვეყანაში პარალელურად.

Sunday, June 8, 2014

სიქამ ქ. ბოლნისის #5 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგი ჩაატარა

7 ივნისს, სიქასაგანმანათლებლო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულისამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების როგრამისფარგლებში, . ბოლნისის #5 საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგი ჩაატარა
ტრენინგის ძირითადი მიზანი, იყო ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკის მავნე ზეგავლენისა და შიდსისა და სქესობრივი გზებით გადამდები დაავადებების შესახებ.
ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდა 30 ახალგაზრდა, ინტერაქტიული ფორმით წარიმართა. მოსწავლეები სვამდნენ კითხვებს, იღებდნენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე. შეხვედრა დასრულდა შიდსის თემატიკაზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებაგანხილვით.
ტრენინგი ჩაატარა სიქა- მოხალისემ მარი ტყეშელაშვილმა.

Friday, June 6, 2014

სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა ფოკუს ჯგუფებთან კვლევის ფარგლებში

6 ივნისს სიქას ორგანიზებით საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციაგანათლება ყველასათვის - საქართველო”- მიერ მოეწყო შეხვედრა ფოკუს ჯგუფებთან კვლევის ფარგლებში. კვლევა ეხება ორ მიმართულებას -
1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელი; 
2. მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციების მოდელი
სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებთან შეხვედრის შედეგად, მათი აზრის და რეკომენდაციების გათვალისწინებით კოლიაცია გამოიმუშავებს რეკომენდაციებს პოზიციის დოკუმენტისთვის, რომელსაც წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

სიქა ჩაერთო საერთაშორისო კამპანიაში "Air Quality Egg"



სიქა ჩაერთო საერთაშორისო კამპანიაში "Air Quality Egg".  პროექტის ფარგლებში შეიქმნა საერთაშორისო ონლაინ სივრცე, სადაც მგრძნობიარე ხელსაწყოების საშუალებით თავსდება ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების შესახებ დედამიწის სხვადასხვა წერტილში. ამიერიდან საიტის http://airqualityegg.com/ ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია იმ ჰაერის შემადგენლობის შესახებ, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ

Sunday, June 1, 2014

სიქა-ს აქტივობა "გააღიმე ბავშვები, გააღიმე დედამიწა"

1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღეს, სიქა- მოხალისეებმა . რუსთავის მერიის წინ აქტივობა "გააღიმე ბავშვები, გააღიმე დედამიწა" - ფარგლებში რუსთაველი ბავშვებისათვის მოაწყვეს სათემო აქტივობები : გაახალისეს მოზარდები სხვადასხვა არაფორმალური თამაშებით, შეასწავლეს რამდენიმე სახალისო ორიგამის დამზადება, სურვილის მიხედვით სიქა- მოხალისეებმა მოხატეს ბავშვები. ამ ღონისძიებით რუსთაველ ბავშვებს გაუფერადეს ზაფხულის პირველი დღე.