Monday, September 29, 2014

კლუბმა "უნარები პროფესიული განათლებისთვის" ახალი სეზონი დაიწყო


პირველი შეხვედრა ტრადიციულად ორგანიზაციისა და კლუბის მონაწილეების გაცნობას დაეთმო. საინტერესო აქტივობებითა და სავარჯიშოებით მონაწილეებმა ერთმანეთის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მიიღეს და კლუბის შესახებ საკუთარი მოლოდინები გააზიარეს. 
კლუბი მონაწილეებს ყოველ კვირა დღეს საინტერესო ტრენინგებსა და სასიამოვნო გარემოს სთავაზობს.

Tuesday, September 23, 2014

სიქაში სოც.მედიის საზაფხულო სკოლა დასრულდა

სოციალური მედიის საზაფხულო სკოლა დასრულდა. 2 თვის განმავლობაში მონაწილეებმა ქართველი და ევროპელი მოხალისეების დახმარებით , არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით განივითარეს სოციალური და სამოქალაქო უნარ-ჩვევები, შეისწავლეს სოციალური მედიისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სამოქალაქო და სათემო აქტივობების დაგეგმვა-განხორციელების საქმეში. 

Friday, September 19, 2014

გერმანული ინტერკულტურული საღამო სიქაში

2014 წლის 18 სექტემბერს სიქა- ოფისში გაიმართა გერმანული ინტერკულტურული საღამო, რომელსაც უძღვებოდნენ EVS- ევროპული მოხალისეობრივი სერვისის გერმანელი  მონაწილეები ჰანნა და ლუცი. საღამოს ესწრებოდნენ სიქას სხვადასხვა კლუბის წევრი, მოხალისეები და რუსთაველი ახალგაზრდები,   სულ 39 ახალგაზრდა. ინტერკულტურულ საღამოზე გერმანელმა მოხალისეებმა  ქართველ ახალგაზრდებს გაუზიარეს გერმანული კულტურა და ცხოვრების წესი. საღამოს მონაწილეებმა დააგემოვნეს გერმანული კერძები.  სიქა  EVS-მოხალისეებთან ერთად  მომავალშიც გეგმავ მსგავსი აქტივობების ჩატარებას.

Wednesday, September 17, 2014

სიქა-ს ახალგაზრდა ლიდერებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში „განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში და სიძულვილის ენა“

9-14 სექტემბერs ბაკურიანში ჩატარდა ევროპის საბჭოს ნაციონალური ტრენინგი თემაზეგანათლება ადამიანის უფლებათა სფეროში და სიძულვილის ენა“. ტრენინგზე სიქა-დან მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა ლიდერებმა თამუნა ქურდაძემ და ნოდარ ლაფანაშვილმა. ტრენინგზე შეიქმნა ახალგაზრდული ქსელი, რომელიც დაგეგმავს და განახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების სფეროში განათლების შესახებ

Friday, September 12, 2014

სიქა გიწვევთ გერმანულ ინტერკულტურულ საღამოზე

18 სექტემბერს,   EVS ევროპული მოხალისეობრივი სერვისის მონაწილეები, სიქას გერმანელი მოხალისეები ჰანნა და ლუსი გაუძღვებიან ინტერკულტურულ საღამოს. საღამოს მიზანია გერმანული კულტურის გაზიარება, გერმანული ცხოვრების წესის გაცნობა და ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
საღამო მოეწყობა 18 სექტემბერს,16:00 საათზე სიქა-ს ოფისში, ქ.რუსთავი, შარტავას #4-ის მიმდებარე ტერიტორია. დასწრება თავისუფალია.

Thursday, September 11, 2014

სიქა-ში იწყება კლუბების ახალი სეზონი!

ახალგაზრდებო, სიქამ კლუბების ახალი სეზონი დაიწყო!
ლიდერობით და დებატებით დაინტერესებული ახალგაზრდები გაეცანით აპლიკაციას და დაინტერესების შემთხვევაში შემოგვიერთდით.
სიქა გისურვებთ წარმატებას!
კლუბი "უნარები პროფესიული წარმატებისათვის 2014"
კლუბი "მოსწავლეთა დებატ-კლუბი 2014"

Friday, September 5, 2014

სიქა-ს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტრენინგ კურსში "Towards sustainable living and self reliance in Boodaville"

20-31 აგვისტოს სიქა- დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტრენინგ კურსში Towards sustainable living and self reliance in Boodaville, რომელიც ესპანეთში ჩატარდა. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ აქტიური ახალგაზრდები ესპანეთდან, ლატვიიდანსერბეთიდან, საბერძნეთიდან, საქართველოდან, ბულგარეთიდან და უნგრეთიდან. ტრენინგ კურსის მთავარი თემა იყო მდგრადი განვითარება და parma culture. პროექტი განხორციელდა ევროკომიისიის პროგრამა Erasmus + ფარგლებში.

Wednesday, September 3, 2014

სიქას- მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგზე “Woman participation to labour”

16-23 აგვისტოს ჩათვლით თურქეთში, . სტამბულში ჩატარდა ტრენინგი “Woman participation to labour”. ტრენინგი ეხებოდა ევროპაში გენდერული თანასწორობის პრობლემას. მონაწილეებმა გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების მდგომარეობა ამ საკითხთან დაკავშირებით, მოეწყო დისკუსიები, თუ რა გზითაა შესაძლებელი ამ პრობლემის გადაჭრა. მონაწილე ქვეყნები იყვნენ: სომხეთი, შვედეთი, ბელრუსი, საბერძნეთი, უკრაინა, იტალია, აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და თურქეთი. სიქა- სახელით ტრენინგს დაესწრნენ სიქა- მოხალისეები; დარინა ხუბაშვილი და ანი ციცქიშვილი.

Tuesday, September 2, 2014

სიქა-ს მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგზე "Conducting Youth Unemployment"

9-16 აგვისტოს ჩათვლით, თურქეთში, ქალაქ სტამბულში ჩატარდა ტრენინგი "Conducting Youth Unemployment". ტრენინგის მსვლელობისას იყო განხილული ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა სხვადასხვა ქვეყანაში, მოეწყო დებატები და იდეების გაცვლა თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა. ტრენინგის მონაწილე ქვეყნები იყვნენ: ბელარუსი, საბერძნეთი, რუსეთი, ბულგარეთი, უკრაინა, იტალია, საქართველო, რუმინეთი, მოლდოვეთი და თურქეთი. სიქა-დან ტრენინგს ესწრებოდნენ დათო ახობაძე და შოთა თელიაშვილი.