სიქა ქალბატონებს სთავაზობს ინოვაციური კლუბს "კარიერული ზრდა და თვითრეალიზება".
გაეცანით კლუბის აღწერას, დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ონლაინ ანკეტა!
https://docs.google.com/forms/d/1KSTieEKnFykplbUCJcmiJw-fPaTCkSUGD7Vc2tQO2X0/viewform?c=0&w=1
SIQA-Georgian Association of Educational Initiatives
Friday, October 24, 2014
Focus Green-2 მონაწილეების შეხვედრა გარემოსდაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელებთან
17 ოქტომბერს სიქა-ს მიერ პროგრმა "Erasmus +" პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული პროექტის Focus Green-2 მონაწილეები გარემოსა და ბუნებრივის რესურსების დაცვის სამინისტროში სსიპ გარემოსდაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
Tuesday, October 14, 2014
კლუბი "სიქა-მოგზაური" ახალ სეზონს იწყებს
ახალი საკლუბო სეზონი კლუბ "სიქა-მოგზაურ"-ში. 14 + ასაკის ახალგაზრდებისათვის!
კლუბში გასაწევრიანებლად შეავსეთ ონლაინ აპლიკაცია. შერჩეულ კანდიდატებს დაგიკავშირდებიან აპლიკაციაში თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
სიქა მოგზაურით გელით მოგზაურობის მოყვარულთ!
სიქას ორგანიზებით იმართება საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი "Focus Green-2"
10-17 ოქტომბერს ბაკურიანში სიქას ორგანიზებით იმართება საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი "Focus Green-2". 32 მონაწილე საქართველოდან, დანიიდან, ლიტვიდან და სომხეთიდან პროექტის განმავლობაში იმსჯელებენ გარემოსდაცვით საკითხებზე, განიხილავენ სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკას გარემოსდაცვის თემაზე. პროექტის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრა ქართულ ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ ბიორესურსების შენარჩუნების განხრით.
Wednesday, October 1, 2014
სიქა პროგრამა "მომავლის თაობას" კოორდინირებას გაუწევს ქვემო ქართლის რეგიონში
1 ოქტომებრს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის „მომავლის თაობა“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ახალ სამწლიან პროგრამას PH-International განახორციელებს საქართველოს 11 რეგიონში პარტნიორ რეგიონულ ორგანიზაციებთან ერთად. სიქა პროგრამა "მომავლის თაობას" კოორდინირებას გაუწევს ქვემო ქართლის რეგიონში. ქვემო ქართლიდან პროგრამაში ჩაერთვება 55 სკოლა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან.
სიქა გთავაზობთ გერმანული ენის შემსწავლელ არაფორმალურ კურსს
სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია და EVS-მოხალისეები გერმანიიდან: ლუსი და ჰანნა გთავაზობთ, გერმანული ენის შემსწავლელ არაფორმალურ კურსს, როგორც დამწყებებს, ასევე მათ, ვისაც სურს გერმანულ ენაში სალაპარაკო პრაქტიკის გაუმჯობესება.
დასწრება თავისუფალია (უფასოა) ასაკის შეუზღუდავად.
7 ოქტომბერს, სიქა-ს ოფისში, 17:30 წუთზე მოეწყობა პირველი შეხვედრა,
მისამართი: შარტავას 4-ის მიმდებარე ტერიტორია, რუსთავი.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ.
Subscribe to:
Posts (Atom)