3 აგვისტოს სიქას ორგანიზებით ბაკურიანში დაიწყო ბანაკი "ინიციატორი". ბანაკში მონაწილეობას იღებენ რუსთაველი უფროსკლასელი მოსწავლეები. მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში ტრენინგების საშუალებით გაიღრმავებენ მეწარმეობისა და თვითინიციატივის კომპეტენციებს. სახალისო საბანაკო აქტივობები დაეხმარება რუსთაველ ახალგაზრდებს განივითარონ ლიდერობის, კომუნიკაციის, კულტურული თვითგამოხატვისა და გუნდური მუშაობის უნარები. ბანაკი დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ, "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის" პროექტის ფარგლებში.