http://
SIQA-Georgian Association of Educational Initiatives
Monday, October 24, 2016
დაიწყო გუნდები დარეგისტრირება საერთაშორისო კონკურსზე „ბრილიანტის გამოწვევა“
საერთაშორისო კონკურსი „ბრილიანტის გამოწვევა“ - შანსი, გაემგზავროთ ამერიკაში და გაინაწილეთ საპრიზო ფონდი 100 000$. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ყველა მონაწილე განივითარებს სამეწარმეო და საპრეზენტაციო კომპეტენციებს! დაარეგისტრირეთ თქვენი გუნდი 1 ნოემბრამდე.
http:// diamondchallenge.org/
http://
ფილმის "კორპუსები" ჩვენების გაშუქება მედიაში
"რადიო 1", გადაცემა "პიკის თემა" ეკა ხითარიშვილთან" - საუბარი სიქას EVS მოხალისეების მიერ შექმნილი ფილმის „კორპუსები“ შესახებ, სტუდიის სტუმარია სიქას მოხალისეები გერმანიიდან ლუცი ტელმანი და ჰანა მათიასი, და სიქას EVS კოორდინატორი ნინიკო ლეკიშვილი
http://radio1.ge/ge/videos/view/171198.html
ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ ფილმის ჩვენება გააშუქა საინფორმაციო გამოშვებაში "ქრონიკა". სიუჟეტი
http://radio1.ge/ge/videos/view/171198.html
ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ ფილმის ჩვენება გააშუქა საინფორმაციო გამოშვებაში "ქრონიკა". სიუჟეტი
Monday, October 3, 2016
U18 - ახალგაზრდული არჩევნები 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის - პირველად საქართველოში
სიქა- საგანმანათებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია ქ.ბერლინში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის „გერმანულ-რუსული გაცვლა“-სთან ერთად, რეგიონულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს "We Can Do More! - The Development of civic activity of youth in the regions of Ukraine, Georgia". პროექტის ფარგლებში საქართველოს 6 რეგიონში მოეწყო იმიტირებული არჩევნები, სადაც ახალგაზრდებმა საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განხილვის საფუძველზე გააკეთეს არჩევანი. 1 ოქტომბერს ორგანიზებულ იმიტირებულ არჩევნებს აკვირდებოდა გერმანელი ექსპერტი რომან ელსნერი, რომელიც გაეცნო პროექტის მიმდინარეობას, სხვადასხვა რეგიონში შეხვდა პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სკოლების წარმომადგენლებს, გაესაუბრა პროექტში მონაწილე ბავშვებს. ახალგაზრდული იმიტირებული არჩევნები საქართველოს რეგიონებში გაგრძელდება მიმდინარე კვირის განმავლობაში. გერმანელი ექსპერტი ასევე შეხვდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამოქალაქო განათლების ექსპერტს ბ-ნ ნიკო სილაგაძეს, რომელმაც მოიწონა და მხარი დაუჭირა სამოქალაქო განათლების კუთხით წარმოდგენილ ახალგაზრდულ პროექტს.
სიქას კიდევ ერთი EVS პროექტი ნორვეგიაში
სიქას კიდევ ერთი EVS პროექტი, ამჯერად ნორვეგიაში. მარიამ აბულაძე ერთი წლის განმავლობაში ნორვეგიაში, ბრემანგერის სათემო ორგანიზაციაში ფასილიტაციას გაუწევს ახალგაზრდულ აქტივობებს.
2007 წლიდან სიქა დაეხმარა 50-დე ქართველ ახალგაზრდას ევროპული მოხალისეობრივი სერვისის პროგრამით გაეღრმავებინა პიროვნული კომპეტენციები.
Subscribe to:
Posts (Atom)