19 ნოემბერს სიქაში შედგა 9-12 წლის ასაკის "მომავალ ლიდერთა კლუბის" მორიგი შეხვედრა. თემა იყო "სტერეოტიპები". ტრენინგი დატვირთული იყო სახალისო ენერჯაიზერებითა და სავარჯიშოებით.
SIQA-Georgian Association of Educational Initiatives
Monday, November 20, 2017
Wednesday, November 15, 2017
სამუშაო შეხვედრა კიევში პროგრამის "მეტი შეგიძლია - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო გაძლიერებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში" ფარგლებში
სიქა-ს წარმომადგენლები ინგა პაიჭაძე და ცირა თავშავაძე 12 ნოემბერს მიწვეულნი იყვნენ კიევში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმზე. საერთაშორისო პროგრამის "მეტი შეგიძლია - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო გაძლიერებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში" ფარგლებში, 13 და 14 ნოემბერს ქართველმა ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში, სადაც უკრაინელ კოლეგებს, პედაგოგებსა და ახალგაზრდულ მუშაკებს გაუზიარეს საქართველოს გამოცდილება სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების სფეროში, ისაუბრეს საქართველოში ორგანიზებული იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების გამოწვევებისა და შედეგების შესახებ. პროექტი ხორციელდება გერმანულ ორგანიზაცია DRA-სთან თანამშრომლობით, პროექტის დამფინანსებლები: გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო; ბერლინის განათლების, ახალგაზრდობისა და მეცნიერების დეპარტამენტის სენატი და ქ. ბერლინის საქველმოქმედო ასოციაცია პარიტეტი.
Subscribe to:
Posts (Atom)