Wednesday, April 17, 2019

გერმანული სააღდგომო ტრადიციების გაცნობა

16 აპრილს სიქას ოფისში წინასააღდგომო განწყობა სუფევდა. სიქას გერმანელმა მოხალისეებმა ბავშვებს ასწავლეს გერმანული წესით სააღდგომო კვერცხის მომზადება-მოხატვა და ქაღალდისგან სააღდგომო ბაჭიის დამზადება.
 ფოტოები
23 აპრილს გერმანელმა მოხალისეებმა ემიმ და იელნამ ოფისის გარეთ გერმანული ტრადიციული სააღდგომო თამაში შესთავაზეს მონაწილეებს. ბავშვებს დავალება მიეცათ მოეძებნათ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დამალული სააღდგომო კვერცხები. პატარები ხალისით ეძებდნენ და პოულობდნენ სხვადასხვა ფერის კვერცხებს და მოხალისეებისგან იღებდნენ მომდევნო დავალებას. აქტივობის დასასრულს გამარჯვებულებს და ყველა მონაწილეს გაუმასპინძლდნენ გერმანული ტკბილეულითა და კანფეტებით. ბავშვები ძალიან კმაყოფილი და მადლიერი დარჩნენ სიქას აქტივობით. ფოტოები
გერმანელი მოხალისეები მომავალშიც გეგმავენ საინტერესო და სახალისო ღონისძიებების შეთავაზებას რუსთაველი მოზარდებისთვის.

Friday, April 12, 2019

სიქაში სააღდგომო მზადება იწყება

სიქას გერმანელი მოხალისეები ემი და იელნა გიწვევთ გერმანულ სააღდგომო დღესასწაულზე. 
თუ ხარ 7-დან 13 წლამდე ასაკის და გსურს შეიქმნათ სააღდგომო განწყობა, შემოგვიერთდით სამშაბათს 16 და 23 აპრილს, 18:00 საათზე სიქას ოფისში.
16 აპრილს მოხალისეების დახმარებით გერმანული წესით შეღებავთ სააღდგომო კვერცხებს და გააკეთებთ სააღდგომო ბაჭიას, ხოლო 23 აპრილს მოძებნით დამალულ შეღებილ კვერცხებს და ითამაშებთ სააღდგომო თამაშებს.
გავხალისდეთ აღდგომის დღესასწაულისთვის! გვეწვიეთ სიქას ოფისში მისამართზე: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი, #12-56. 
მსურველებმა სიქას FB გვერდზე კომენტარებში მონიშნეთ თქვენი თავი!