Wednesday, February 10, 2021

პროექტი "დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით" დაიწყო

 

სიქამ ქვემო ქართლის რეგიონში, აზერბაიჯანელი ეთნოსის ახალგაზრდებისა და ქალების ჯგუფებისათვის დაიწყო პროექტი "დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით". საქართველოს რამდენიმე რეგიონში პროექტს ახორციელებს ჩეხური ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ".

06-07 თებერვალს პროექტის ფარგლებში შედგა მეორე ონლაინ შეხვედრა ქალებისა და ახალგაზრდების ჯგუფებთან, სადაც განიხილეს პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი ფილმი "ახალი ამბები". საინტერესო სემინარების შემდეგ ჟურნალისტიკისა და სიახლეების სახეების შესახებ, გაიმართა აქტიური დისკუსია ქართული და ევროპული ჟურნალისტიკის მსგავსება - განსხვავების თემაზე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 5 დოკუმენტური ფილმის ჩვენება - განხილვა.



პროექტი "სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული პლატფორმა უფროსკლასელებისთვის" დასრულდა

2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში სიქა-ს ორგანიზებით  ჩატარდა რობოტიქსისა და სოცილური მეწარმეობის ონლაინ ჰაკათონები. აღნიშნული აქტივობები განხორციელდა პროექტის "სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული პლატფორმა უფროსკლასელებისთვის" ფარგლებში. ონლაინ ჰაკათონები მიმდინარეობდა 3 ნაკადად და სულ მონაწილეობა მიიღო 90 მოსწავლემ და 30 ახალგაზრდა ლიდერმა ქალაქ რუსთავიდან. რობოტიქსის ონლაინ ჰაკათონებზე მოსწავლეებმა განახორციელეს mbot-ის პროგრამირება და რობოტის ამოქმედება, ხოლო სოც.მეწარმეობის ჰაკათონებზე გაეცნენ სოც. მეწარმეობის პროექტებს და გუნდებმა შეიმუშავეს სოც.საწარმოს პროექტების იდეები. 2021 წლის 17 იანვარს შედგა ფინალური ონლაინ ჰაკათონი, რომელზეც 3 ნაკადიდან შერჩეულმა 10 გუნდმა სპეციალურ ჟიურს წარმოუდგინა სოციალური საწარმოს პროექტები.
რობოტიქსის ონლაინ ჰაკათონებში გამარჯვებული გუნდის წევრები მიწვეული არიან რობოტიქსის მე-14 საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც გაიმართება 2021 წლის 8-11 აპრილს თურქეთში. სოციალური საწარმოს პროექტების იდეებით გუნდები ჩაერთვნენ საერთაშორისო კონკურსში "ბრილიანტის გამოწვევა". 
პროექტი "სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული ქართული პლატფორმა უფროსკლასელებისთვის" დაფინანსებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გაცემული გრანტით 2020 წლის საგრანტო კონკურსის (I თემატური მიმართულება: გრძელვადიანი და განმეორებითი შედეგების მომტანი მდგრადი პლატფორმის შექმნა და არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებში კომპეტენციების განვითარება) ფარგლებში.

პროექტის "მეტი შეგვიძლია! ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპაში" ფარგლებში საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა

 

2020 წლის 19 დეკემბერს პროექტის "მეტი შეგვიძლია! ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპაში" ფარგლებში საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა. კონფერეციაში 4 პარტიორი ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. საქართველოს წარმოადგენდა პროექტის კოორდინატორი ორგანიზაცია საქართველოში - სიქა და პროექტში მონაწილე სკოლების წარმომადგენლები, რომლებმაც პრეზენტაცია გაუკეთეს მათ მიერ განხორციელებულ მონაწილეობითი პროექტებს.