Thursday, April 29, 2021

დასრულდა პროექტი „„დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“

 

სიქამ დაასრულა პროექტის „„დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“ ფარგლებში დოკუმენტური ფილმების ჩვენება - განხილვა. პროექტის მიერ შერჩეული 5 დოკუმენტური ფილმის ანალიზით ქვემო ქართლის აზერბაიჯანული ეთნოსის ქალებისა და ახალგაზრდების ჯგუფებმა აიმაღლეს ცოდნა და გაიუმჯობესეს მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარები. ინტერაქტიული დისკუსიებისა და საინტერესო სემინარების საშუალებით, მონაწილეებმა ისწავლეს ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის, პროპაგანდისა და მანიპულაციის, კიბერბულინგის იდენტიფიცირება და პრევენცია, კიბერუსაფრთხოების დაცვა. პროექტის აქტივობებში ჩართულია 30 აზერბაიჯანული ეთნოსის ქალი და ახალგაზრდა.

პროექტი ხორციელდება საქართველოს რამდენიმე რეგიონში ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის მიერ. სიქა წარმოადგენს პროექტის ერთ-ერთ პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში. პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და USAID-ის მიერ.