Tuesday, July 5, 2022

შეხვედრა სტუმართან თემაზე "ევროკავშირი და საქართველო"

 

4 ივლისს სიქა-ს ოფისში "სამოქალაქო განათლების პროგრამის" ფარგლებში გაიმართა შეხვედრა "საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" წარმომადგენელთან ქვემო ქართლის რეგიონში ბატონ თემურ სუყაშვილთან. შეხვედრას დაესწნენ პროგრამის პარტნიორი რუსთავის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები. სტუმარმა ისაუბრა ევროკავშირის ისტორიასა და ევროპულ ღირებულებებზე. შეხვედრა ინტერაქტიული გამოდგა. ბატონმა თემურმა ამომწურავად უპასუხა მოსწავლეების კითხვებს. შეხვედრის ბოლოს სტუმარმა ონლიან ვიქტორინა ჩაატარა და გამარჯვებულ მოსწავლეებს გადასცა სამახსოვრო საჩუქრები. შეხვედრის მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა ბროშურა "მითები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ".


"სამოქალაქო განათლების პროგრამას" USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს PH International , სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

Monday, June 27, 2022

სიქა-ს რობოლაბის გუნდმა გაიმარჯვა მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის - WRO საქართველოს რეგიონულ ფინალში

სიქა-ს რობოლაბის ( https://www.facebook.com/siqarobolab/ ) გუნდმა გაიმარჯვა მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის - WRO საქართველოს რეგიონულ ფინალში და ასპარეზობას მიიღებს მსოფლიოს რობოტიკის ოლიმპიადაზე, რომელიც ჩატარდება გერმანიაში შემოდგომაზე.
24 ივნისს თბილისში გაიმართა მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის საქართველოს რეგიონური ფინალი 2022, რომელშიც მონაწილეობდა 21 გუნდი სამ ასაკობრივ კატეგორიაში Elementary, Junior და Senior.
სიქას რობოლაბი წარმოდგენილი იყო 3 გუნდით, 2 გუნდი კატეგორიაში Elementary და 1 – Junior. მენტორმა დავით ნამთალაშვილმა სამივე გუნდს ჩაუტარა შესაბამისი გადამზადება ev3 ტიპის რობოტთან სამუშაოდ. მოსწავლეები კარგად მოემზადდნენ და გამარჯვებასაც მიაღწიეს. გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს ოლიმპიადის ორგანიზატორებისგან გადაეცა ლეპტოპი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად.

ვულოცავთ ბავშვებს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ მომდევნო შეჯიბებებში! 




Sunday, June 19, 2022

"სამოქალაქო განათლების პროგრამა" იწყება

"სამოქალაქო განათლების პროგრამა" ქვემო ქართლის 75 სკოლაში!
სიქა - პროგრამის პარტნიორი რეგიონში, სკოლების სამოქალაქო კლუბებთან და მოსწავლეთა თვითმმართველობებთან ერთად 5 წლის განმავლობაში მრავალ საინტერესო და თემისათვის სასარგებლო აქტივობების განხორციელებას გპირდებათ!

Access პროგრამის საზაფხულო სკოლა სიქა-ში დაიწყო

18 ინისს სიქა-ში დაიწყო "ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის" საზაფხულო სკოლა. 5 დღის განმავლობაში რუსთაველი მოსწავლეები ჩაერთვებიან სახალისო აქტივობებში, რაც მთლიანად ორიენტირებული იქნება სასწავლო ინფორმაციის მარტივად და ახლებურად აღქმაზე. ერთი დღე დაეთმობა ექსკურსიას. English Access Microscholarship Program - Access პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International ("პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში") ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქ.რუსთავში.  

დიდი თამაში "მომავალი ლიდერების კლუბის" წევრებისთვის

2022 წლის 11 ივნისს ქ.რუსთავის "ჩიკაგოს პარკში" ჩატარდა დიდი თამაში “კამათელი”, რომელშიც მონაწილეობდნენ სიქას 2022-წლის "მომავალი ლიდერების კლუბის" წევრები. კლუბს და აქტივობას უძღვებოდნენ სიქას ახალგაზრდა ლიდერები. თამაშ “კამათელში” გუნდები ასრულებდნენ დავალებებს, რომლებსაც აძლევდათ კონკრეტული პუნქტის ლიდერი. ამ აქტივობით დაიხურა წლევანდელი “მომავალი ლიდერები”-ს კლუბი. სექტემბრიდან გელით კლუბის ახალ სეზონზე

Tuesday, May 17, 2022

სიქა-ში დაიწყო "მომავალი ლიდერების კლუბი 2022"

15 მაისს სიქაში მომავალი ლიდერების კლუბის პატარების ჯგუფმა დაიწყო ფუნქციონირება. პირველ გაცნობით შეხვედრაზე ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებო და მხიარულ აქტივობებში.

დიდი მოთხოვნის გამო დაემატება მეორე ნაკადი️. მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირებს ნომერზე 577 04 85 93 (რატი სირაძე), 558 38 81 55 (თეკლა თვალიაშვილი) და/ან დარეგისტრირდნენ ლინკზე https://docs.google.com/.../1pEHwFdyoaglK28wJ.../viewform...

"მომავალი ლიდერების კლუბი 2022" -ში კლუბში მიიღებიან 9-11 წლის ასაკის ბავშვები, მონაწილეობა უფასოა️. კლუბის წევრები დაესწრებიან შეხვედრებს, ჩატარდება აქტივობები თემებზე: მრავალფეროვნება, სტერეოტიპები, გადაწყვეტილების მიღება, კონფლიქტების მართვა, ტოლერანტობა და ა.შ. ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს. კლუბს უძღვებიან სიქას „მომავალი ლიდერები“-ს კლუბის ბოლო ნაკადის მონაწილეები (13-14 წლის ახალგაზრდები).

Friday, May 6, 2022

შეხვედრა რუსთავის #15 საჯარო სკოლის სამოქალაქო და ეკო კლუბებთან

6 მაისს სიქას წარმომადგენლები და ევროპელი მოხალისეები ეწვივნენ რუსთავის #15 საჯარო სკოლას. ისინი შეხვდნენ სამოქალაქო და ეკოკლუბის წევრებს, კლუბების მეურვებს, სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლებს და სკოლის ადმინისტრაციას. სიქა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ მათ აუწყა „სამოქალაქო განათლების პროგრამის“ დაწყება და გააცნო პროგრამის მიზნები, განიხილა სამოქალაქო და ეკოკლუბთან სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები. სიქას ევროპელმა მოხალისეებმა ისაუბრეს სასკოლო  ეკოლოგიური პროექტების განხორციელებისას მიღებულ საკუთარ გამოცდილებაზე. შეხვედრისას მოეწყო სკოლის ეკოკლუბის პრეზენტაცია. შეხვედრის ბოლოს რუსთავის #15 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „მე აქტიური მოქალაქის“ წევრებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს კლუბის სამუშაო სივრცე და გააცნეს ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტები.


Thursday, April 14, 2022

სიქა მარნეულში იწყებს პროექტს "ახალგაზრდული მეწარმეობის საშუალებით სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში"

7 აპრილს მარნეულში გაფორმდა მემორანდუმი სიქას და საქართველოში მერსი ქორფსის წარმომადგენლობას შორის პროექტის "ახალგაზრდული მეწარმეობის საშუალებით სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ. პროექტის მიზანია 18-35 წლის ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების და ცოდნის გაღრმავება, ახალგაზრდების მიერ მართული და ახლად შექმნილი საწარმოების მხარდაჭერა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობა.

მემორანდუმის ხელმოწერას წინ უძღოდა პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მარნეულელ ახალგაზრდებთან.

იხ.სიუჟეტი

Wednesday, March 30, 2022

გამოვლინდა „ბრილიანტის გამოწვევის” საქართველოს ფინალის გამარჯვებული

 2022 წლის 19 მარტს,  მეცხრედ ჩატარდა ამერიკის დელავერის შტატის უნივერსიტეტის მეწარმეობის საერთაშორისო კონკურსის – „ბრილიანტის გამოწვევის” საქართველოს ფინალი, რომელშიც 9 გუნდი მონაწილეობდა. გუნდების წევრებმა წარმოადგინეს სოციალური საწარმოს ბიზნესპროექტები, რომელიც შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ. პირველი ადგილი დაიკავა და აპრილში ამერიკის მსოფლიო ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა სკოლა „აია-გესის” გუნდმა, რომელმაც წარმოადგინა კოვიდ-ნიღბების პროექტი. მოსწავლეებმა შექმნეს კოვიდ-ნიღაბი, რომელიც ფერს იცვლის მისი გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

მეწარმეობის საერთაშორისო კონკურსს "ბრილიანტის გამოწვევა" Diamond Challeng  აშშ-ს დელავერის უნივერსიტეტი 2012 წლიდან ახორციელებს.  კონკურსში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უფროსკლასელები და ივითარებენ მეწარმეობის უნარებს. ბიზნეს იდეების საპრიზო ფონდი შეადგენს 100.000 $-ს.  

საქართველო საერთაშორისო კონკურსს "ბრილიანტის გამოწვევა" შეუერთდა 2014 წლიდან განათლებისა და მართვის გუნდის EMT-ის დახმარებით, პროექტის პარტნიორია სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.

Thursday, February 10, 2022

რობოტექნიკის კლუბის შეხვედრები სიქა-ში

 ყოველ შაბათ-კვირას სიქაში გრძელდება რობოტექნიკის კლუბის შეხვედრები. მოსწავლეები სწავლობენ რობოტექნიკის საფუძვლებს, სხვადასხვა მოდელების აწყობას და მათ დაპროგრამებას.

4-6 წლამდე ასაკის მოსწავლეების რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს
7-16 წლამდე ასაკის მოსწავლეების რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 599232737 ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე https://www.facebook.com/siqarobolab
მის: მეგობრობის ქ. 12-56, რუსთავი

Friday, February 4, 2022

სიქა-ს კლუბები

 

2022 წლის იანვრიდან სიქა-ს ოფისში განახლდა კლუბები მოსწავლეებისთვის, რომელსაც უძღვებიან სიქა-ს გერმანელი მოხალისეები.

სამშაბათი  12:00 - ინგლისური ენის კლუბი, მონაწილეთა ასაკი 6-7 წელი

ოთხშაბათი 12:00 - ინგლისური ენის კლუბი , მონაწილეთა ასაკი 8-10 წელი

ხუთშაბათი 17:15 - ხელნაკეთი ნივთების კლუბი, მონაწილეთა ასაკი 6-10 წელი

პარასკევი 17:00 - გერმანული ენის კლუბი, მონაწილეთა ასაკი 11+ წელი

დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ სიქას ფეისბუკის გვერდზე https://www.facebook.com/SIQA.Main ან დაგვირეკეთ ტელეფონზე 599433848