Monday, March 31, 2025

ბავშვებისათვის მეგობრული გარემო უკრაინიდან დავენილი ბავშვებისათვის

 



2024 მარტიდან წლის ბოლომდე სიქამ რუსთავში მცხოვრები უკრაინიდან საომარი კონფლიქტის გამო იძულებით გადაადგილებულ უკრაინის მოქალაქე ბავშვებისათვის მეგობრულ გარემოში ცოდნისა

და სოციალური უნარების გამომუშავების ხელშეწყობის პროექტი განახორციელა. უკრაინიდან დევნილ 3-დან 17 წლის ასაკის 30-დე ბავშვი ყოველკვირეულად ჩართული იყო მრავალფეროვან აქტივობებში : ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების, რობოტიკების, სპორტულ - ჯიუ ჯიცუს და ცეკვის - ჰიპ-ჰოპის კლასებს და განმავითარებელ სამაგიდო თამაშებ კლუბები.

გარდა ყოველკვირეული აქტივობებისა ზაფხულში განხორციელდა საზაფხულო დღის ერთკვირიანი ბანაკი სიქა-ში. არაფორმალური აქტივობებითა და თამაშებით დატვირთული კვირის დასასრულს მოვაწყვეთ გასვლითი აქტივობა კახეთში უკრაინელი ბავშვებისა და მშობლებისათვის. სიღნაღის დათვალიერების შემდეგ გვქონდა თექაზე მუშაობის და კულინარიული მასტერ კლასები: თონეში შოთი პურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება.

10-14 აგვისტოს SIQA სიქ ორგანიზებით ცემში "Child Friendly Space - ბავშვისათვის მეგობრული სივრცე" საზაფხულო ბანაკი გაიმართა. ბანაკში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში მცხოვრები 13 უკრაინელი დევნილი , 6 ქართველი და ერთიც ბელარუსი მოსწავლე. ბანაკი დატვირთული იყო განმავითარებელი და სპორტული სავარჯიშოებითა და თამაშებით. ყოველდღიურ ტრენინგზე მონაწილეები რობოტიკის - STEM სფეროშიც ივითარებდნენ ცოდნასა და უნარებს.

პროექტი განხრციელდა "ფიფლ ინ ნიდ - People In Need" პროექტის ფარგლებში, ლინხენშტეინის საგარემო საქმეთა ოფისის დაფინანსებით.