Saturday, April 5, 2025

 2025 წლის 21 მარტს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის


"რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის" ფარგლებში, სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ პროექტის შედეგები წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას იმ აქტივობების შესახებ უამბო, რომლებსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის სურსათის უვნებლობის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად ატარებდა.
სიქა ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებიდან, რომლებმაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს
სურსათის უვნებლობის შესახებ უამბეს. სურსათის უვნებლობის შესახებ ტრენინგების გავლის შემდეგ, ასოციაციამ ქვემო ქართლის სხვადასხვა სკოლაში ჩაატარა ტრენინგები, რომელსაც 🙋‍♀️🙋‍♂️ 315 მოსწავლე დაესწრო. ამასთან, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან, მშობლებთან და ახალგაზრდებთან. ასოციაციის ორგანიზებით 120 ადამიანი ესტუმრა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და შეიტყო სააგენტოს ფუნქციების შესახებ.
პროექტის ფარგლებში გაიმართა კონკურსი სურსათის უვნებლობის საკითხებზე, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა 60-მდე 🖼️ პოსტერი და შვიდი ვიდეორგოლი. ამასთან, 35-მა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ვიქტორინაშიც. სკოლის პედაგოგებმაც მათთვის ჩატარებული ტრენინგისა და სასწავლო მასალების გაზიარების შემდეგ დამოუკიდებლად დაიწყეს სასკოლო გარემოში მოსწავლეებთან ვორქშოფების ჩატარება. ჯამში შვიდ სკოლაში ჩატარდა დამატებითი ტრენინგი, რომელსაც 170 მოსწავლე დაესწრო.
🇪🇺 ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი "რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის" 🇨🇿 ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდითა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტში ჩართული იყო 🇬🇪 ექვსი რეგიონის საზოგადოებრივი ორგანიზაცია. თავდაპირველად მათ გაიარეს 👩‍💼 ტრენერთა ტრენინგი სკოლის მასწავლებლებთან ერთად, მოგვიანებით კი მიღებული ცოდნა სკოლის მოსწავლეებს, ბიზნესოპერატორებს, მეწარმეებსა და უბრალოდ მოქალაქეებს გაუზიარეს. აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეებთან მათი მუშაობა ეყრდნობოდა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიასა და მასალებს.
ეს პროექტი ნაწილია 🇪🇺 ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტისა "სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“. პროექტი თანადაფინანსებულია 🇸🇪 შვედეთის საელჩოს, 🇨🇿 ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და 🌾 გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (UN FAO) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA).