Friday, June 20, 2014

სიქა გიწვევთ აქციაზე "World Wide Music Day!"


21 ივნისს, შაბათს, 18:00 საათზე რუსთავის მერიის მოედანზე სიქა -საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის არტ მიმართულება - SiqArt გიწვევთ ყველას: მუსიკალურ ჯგუფებს, მუსიკოსებს, ხელოვნების მოყვარულებს, შემოგვიერთდით და ერთად აღვნიშნოთ World Wide Music Day!
World Wide Music Day საფუძველი საფრანგეთში ჩაეყარა, მისი მიზანი იყო მუსიკის, ხელოვნების მოყვარულთათვის შეექმნა ხელსაყრელი გარემო, რათა მათი შემოქმედება უფრო მასშტაბური გამხდარიყო.
დღეს უკვე World Wide Music Day მსოფლიოს 460 ქალაქში ერთდროულად აღინიშნება. სიქა 2012 წელს შეუერთდა ამ ღონისძიებას მასშტაბური აქციით MuSIQucha. 
ღონისძიების მიზანია რუსთაველ მოსახლეობაში ტალანტების აღმოჩენა და მათი საზოგადოებისთვის გაცნობა.
თუ მღერით, ცეკვავთ, ხატავთ ან ლექსებს წერთ - შეავსეთ ქვემოთ მითითებული აპლიკაცია-

https://docs.google.com/forms/d/1JwIgjjZtwjSzq-QMtKlyqXIMsi91rYZu2_USVd5sRRw/viewform

დარეგისტრირდით ღონისძიებაზე და გაუზიარეთ თანატოლებს თქვენი ტალანტი.

დაგეგმილია უამრავი გასართობი ღონისძიება, როგორიცაა:
მუსიკალური ნომრები,
პოსტერების გამოფენა,
ფლეშ-მობი,
მხიარული აქტივობები,
სახის მოხატვა,
ხელნაწერთა სტენდი
პოეზიის საღამო

საღამოს ერთად გავუშვებთ მანათობელ ფარნებს!
გაატარეთ არაჩვეულებრივი საღამო ჩვენთან ერთად!

No comments:

Post a Comment