22 ივნისს მოეწყო აქციის "ერთი კვირა პოლიეთილენის პარკის გარეშე" შემაჯამებელი ეკოაქცია, რომელშიც სიქა-ს მოხალისეებმაც მიიღეს მონაწილეობა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქ.მცხეთაში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორია. 60-მდე გარემოსდმაცველის მიერ შეგროვდა 116 ტომარა ნარჩენი. იხილეთ ფოტოები
აქცია "ერთი კვირა პოლიეთილენის პარკის გარეშე" ჩატარდა დიანა ვარდანაშვილის ხელმძღვანელობით, EMT -განათლებისა და მართვის გუნდისა და სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის მონაწილეობით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით. კვირეულის მსვლელობაში საერთო ჯამში 2700 ადამიანი ჩაერთო. აქციის ორგანიზატორები დიდ მადლობას უხდიან თბილისის ზოოპარკს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარეს რატი ჯაფარიძეს, რადიო პოზიტივს, პირველი რადიოს პიკის საათს, ფოლკ რადიოს, რადიო უცნობს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, რუსთავი-2, GDS და მაესტროს.
No comments:
Post a Comment